"რიონის ხეობის მცველებსა" და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა
"რიონის ხეობის მცველებსა" და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა
სოფელ ტვიშში "რიონის ხეობის მცველებსა" და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები კომპანია "ენკას" წარმომადგენლებს სამშენებლო ტერიტორისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.

"კომპანია უკვე ვეღარ მუშაობს ბოლო რამდენიმე დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ საწვავი აღარ აქვს. ხეობაში ყველა შესასვლელი გადაკეტილი გვაქვს. დღეს ტვიშის მხრიდან, ანუ სადაც ჩვენი ადამიანური ნაკლები რესურსია განაწილებული დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალების შემოსვლა მოხდა. დაპირისპირება იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ დაპირისპირების შედეგად ერთი ავზი საწვავი შემოიტანეს ხეობაში", - განაცხადა "რიონის
ხეობის მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ "რიონის ხეობის" მცველები რამდენიმე თვეა "ნამახვანჰესისის" საწინააღმდეგოდ რიონის ხეობაში აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ გაუქმდეს ხელშეკრულება, რომელიც ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, ამასთან, თანამდებობა დატოვოს ეკონომიკისა და მდგრადი განითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები