"ცხოვრება“ გრძელდება - კვირის პალიტრა

"ცხოვრება“ გრძელდება

"...ჩვენი სკოლის წინ მოდიოდა წვიმიან დღეს - მაღალი, გამხდარი, ნაღვლიანი. უცებ, თითქოს რაღაც იპოვაო, შედგა. მერე გაშეშებულივით წამოიღო მარცხენა ფეხი, შემოდგა ქვის ყორეზე, მოჰკიდა ცერი და საჩვენებელი თითი წვრილ მავთულს, რომლითაც ფეხსაცმლის არღვეული ძირი ჰქონდა მიმაგრებული, გადაგრიხა, მიკეცა ისე, რომ არ გამოჩენილიყო, გასვრილი თითები ნერვიულად გაიწმინდა ქათქათა ცხვირსახოცით და წავიდა წვიმაში - დიდი, ნაღვლიანი"...

ეს რევაზ ინანიშვილის ერთ-ერთი მოთხრობის ამონარიდია. მოთხრობის  სათაურია "ცხოვრება პოეტისა" და იგი“  ლადო ასათიანზე გვიამბობს.

საკუთარი თვალით ნანახი ერთი ამბავი მინდოდა მომეყოლა თქვენთვის და  ეს მოთხრობა გამახსენდა; ვფიქრობ, უმიზეზოდ არა. "ჩემი“ ამბავი" კი ეს არის:

KvirisPalitra.Ge90–იანი წლების ბოლოა. ცივა. ხალხით გატენილი სამარშრუტო ტაქსი დიღომში შევიდა და ბაზართან გაჩერდა. ვიღაც ჩავიდა. ლოდინითა და უამინდობით გაბეზრებულმა მგზავრებმა დრო იხელთეს და ისედაც სავსე მანქანაში ამოსვლა დაიწყეს.

არ იყო ადგილი, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ფეხის მოკიდებას. არც იმ მოქალაქეების უკმეხ გამონათქვამებს  უგდებდნენ ყურს, რომელთაც ჩახუთულ სალონში  სანუკვარი ადგილები უკვე მოეპოვებინათ. ამომსვლელთა ამ ტალღას სულ ბოლოს ერთი ტანდაბალი მგზავრი ამოჰყვა. საფეხურზე  ფეხი შემოდგა და თავიც დახარა ამოსასვლელად. აღარ არის ადგილიო, - ამას უკვე მძღოლმა გასძახა. ჩამუქებულ სახეზე არაფერი შესტყობია, არც ხმა ამოუღია, მაშინვე უკან დაიხია და კარი მოხურა.

დაორთქლილი მინიდან მაინც გავარჩიე - ეს იყო გოდერძი ჩოხელი.

KvirisPalitra.Geრადიაქტივობის პირველი მსხვერპლი

ფიზიკასა და ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატი, ეროვნებით პოლონელი, საფრანგეთში მოღვაწე მარია სკლადოვსკა-კიურიმ მეუღლესთან, პიერ კიურისთან ერთად 1898 წელს ახალი ქიმიური ელემენტი - რადიუმი აღმოაჩინა, თუმცა, არც თავად აღმომჩენებმა და არც სამეცნიერო საზოგადოებამ დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდნენ, რა ზიანის  მიყენება შეეძლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის ამ,  ერთი შეხედვით, თვალწარმტაც, სიბნელეში ლურჯად მბჟუტავ ნივთიერებას.

საინტერესოა, რომ რადიუმიდან გამომავალი მომაკვდინებელი დასხივების პირველი მსხვერპლი მისი აღმომჩენი მარია კიური გახდა.  მეცნიერი 1934 წელს  ისე გარდაიცვალა, რომ თავისი "პირმშოს" დამღუპველი თვისებების შესახებ არაფერი იცოდა, მეტიც,  ამ ნივთიერების პირველ ნიმუშს შინ ინახავდა.

სამკურნალოდ მოწვეულმა ევროპის  წამყვან მედიკოსთა კონსილიუმმა  დიაგნოზი ერთი უბრალო მიზეზს გამო ვერ დასვა - ვერავინ ახსნა ავადმყოფის სისხლში მიმდინარე მომაკვდინებელი ცვლილებების მიზეზი.