კომპანია "ენკა" სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

კომპანია "ენკა" სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია "ენკას" განცხადებაში, რომელიც კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - "ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"