კრწანისის ქუჩაზე, "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში მომხდარი ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა - კვირის პალიტრა

კრწანისის ქუჩაზე, "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში მომხდარი ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.

დაშავებულები კლინიკა "ნიუს ჰოსპიტალსში" არიან გადაყვანილები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 1 პაციენტი კლინიკაში ტრავმული შოკით არის გადაყვანილი.

" 3 ადამიანი "ნიუ ჰოსპიტალსის" მედპერსონალმა გადაიყვანა კლინიკაში, 1 გარდაცვლილია. 1 პაციენტი ტრავმული შოკით არის გადაყვანილი", - აღნიშნავენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში სატვირთო ავტომობილი გადავარდა და რამდენიმე მანქანა ქვეშ მოიყოლა.