"ავარიის დროს დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია" - რას ამბობს "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი? - კვირის პალიტრა

"ავარიის დროს დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია" - რას ამბობს "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი?

"ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორის, გიორგი რამიშვილის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. მისივე ინფორმაციით, ბავშვს მოტეხილობები აღენიშნება.

"დაახლოებით 2 საათის წინ, ერდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაცვალა. 4 ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა",-აღნიშნავს რამიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგის კი საშუალო სიმძიმისაა.

ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო