კრწანისის ქუჩაზე, "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

კრწანისის ქუჩაზე, "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე, "ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. როგორც "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, კლინიკაში შეყვანილი 5 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ამასთან, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი.

"დაახლოებით 2 საათის წინ, ერთდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაცვალა. 4 ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა",-აღნიშნავს რამიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგის კი საშუალო სიმძიმისაა.

ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"