"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი ევროპის ჩემპიონატზე მომხდარზე - კვირის პალიტრა

"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი ევროპის ჩემპიონატზე მომხდარზე

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის მატჩი, რომელიც კრისტიან ერიკსენის ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყდა, განახლდა. დანიის ნაკრების ფეხბურთელის კრისტიან ერიკსენის აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს ლაპარაკი შეუძლია.

დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 42-ე წუთზე შეწყდა, რადგან კრისტიან ერიკსენმა გონება დაკარგა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით სტადიონიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

რამდენიმე წუთში სტადიონზე გამოაცხადეს, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი:

"ახლა რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას და ამ მდგომარეობიდან ადამიანის გამოყვანა პირდაპირ კავშირშია დახმარების დროსთან და დეფიბრილატორის ხელმისაწვდომობასთან.

დეფიბრილატორი უნდა იყოს ყველგან, სადაც ბევრი ადამიანი იყრის ერთდროულად თავს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალის ნებისმიერი წევრი ზედმიწევნით ზუსტად უნდა ფლობდეს პირველი დახმარების ტექნიკას.

ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება ამ მარტივი წესების დაცვით. გადარჩენილ სიცოცხლეებს შორის იქნებოდა მამაც, რესპუბლიკური საავადმყოფოს იარის მორიგე ექიმს ოდნავი წამოდგენა რომ ჰქონოდა ამ პროცესზე..." - წერს გეგეჭკორი.