წილები რამდენიმე კომპანიაში - რა ქონებას ფლობს მომღერალი ბუბა კიკაბიძე, რომელიც პარლამენტარი გახდა - კვირის პალიტრა

წილები რამდენიმე კომპანიაში - რა ქონებას ფლობს მომღერალი ბუბა კიკაბიძე, რომელიც პარლამენტარი გახდა

ცნობილი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს დაიბადა და 82 წლის ასაკაში პარლამენტარიც გახდა. ის საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შექმნილი ოპოზიციური გაერთიანების (ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია") ეგიდით მოხვდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკურმა გაერთიანებამ თავისუფლების მოედანზე, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიის საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ ორი სიმღერა შეასრულა, მათ შორის, “თბილისოც”. კიკაბიძემ რამდენიმე სტროფი რუსულად იმღერა, რასაც სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. როგორც შემდეგ გაირკვა, ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია, სწორედ ამის გამო იმღერა ბუბა კიკაბიძემ რუსულად “თბილისოს” ნაწილი.

რა წერია ბუბა კიკაბიძის ქონებრივ დეკლარაციაში?

როგორც ირკვევა, ბუბა კიკაბიძე ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 11 თებერავლს შევასო, რომლის თანახმადაც არც მის და არც მისი მეუღლის სახელზე თბილისში საცხოვრებელი სახლი არ ფიქსირდება.

თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ კიკაბიძეები ვაკეში, 3-სართულიან სახლში ცხოვრობენ, რომელიც, სავარაუდოდ, არც ბუბა კიკაბიძის და არც მისი მეუღლის სახელზე არ არის გაფორმებული და დეკლარაციაშიც ამიტომ არ მოხვდა.

ზოგადად, ბუბას პირადი ცხოვრება არც ისე გასაჯაროებულია, მას დიდად არ უყვარს ამაზე ლაპარაკი. მისი მეუღლე ირინა ქებაძე ცნობილი მსახიობის გურამ საღარაძის პირველი მეუღლე გახლდათ. მსახიობისგან ერთი ქალიშვილი მარინა საღარაძე ჰყავს. ცნობილია ისიც, რომ ბუბამ მარინა საკუთარი შვილივით გაზარდა და არც მის ვაჟს არჩევს საკუთარ შვილიშვილებში. ბუბას და ირინას საერთო ვაჟი - კონსტანტინე ჰყავთ, რომელიც კანადაში ცხოვრობს.

დავუბრუნდეთ დეკლარაციას, 2018 წელს ბუბა კიკაბიძისთვის ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 45 კვ.მ ფართობის ბინა უჩუქებიათ, 2012 წელს კი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, 12 000 დოლარად შეუძენია 10086 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2017 წლიდან მის სახელზე ირცხება ავტომობილი Lexus LX570, რომლის შეძენის ფორმად კვლავ ჩუქებაა მითითებული. იხილეთ სრულად