რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით? - კვირის პალიტრა

რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით?

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აქცრა 4425 პირს ჩაუტარდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის აცრილია სულ 206 742 ადამიანი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეები აიცრნენ ვაქცინებით: "ასტრაზენეკა", "ფაიზერი", "სინოფარმი" და "სინოვაკი".

"ინტერპრესნიუსი"