პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილია" და სხვა სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად მივიდნენ - კვირის პალიტრა

პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილია" და სხვა სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად მივიდნენ

პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილია" და სხვა სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად მივიდნენ, სადაც ადგილზე მყოფი გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები შემდეგი შეძახილებით დახვდნენ: "თქვენი დასამოძღვრი ვინ არის, ამ სოდომისტების," "ქალი ხარ, ქალს დაემსგავსე, კაცი- კაცს," "შეეშვით ნინოწმინდას", "პედოფილები ხართ".

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამართალდამცავებმა ორ აქციას შორის კორდონი გააკეთეს.

"სირცხვილიას“ აქციაზე აქტივისტები ითხოვენ, დაუყონებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში, გამოიყვანონ ყველა ბავშვი თავშესაფრიდან და დაიხუროს ყველა დიდი ზომის თავშესაფარი. ისინი 1- ელ ივნისს შემუშავებულ პეტიციას სიმბოლურად პარლამენტთან დატოვებენ.

შეგახსენებთ, დღეისთვის პარლამენტთან, მოძრაობა "სირცხვილიამ“ აქციის ჩატარება დაანონსა, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებსა და სახელმწიფოს უმოქმედობას აპროტესტებს, თუმცა, მათ გამოჩენამდე ადგილზე გურამ ფალავანდიშვილი და მათი თანამოაზრეები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ "ლგბტ პრაიდი და ლგბტ აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მთავრობასთან და ტელევიზიებთან ერთად უტევენ".

გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები პარლამენტის შენობასთან შემდეგი შინაარსის ბანერებით იმყოფებიან: "გადადგეს ლგბტ ზონდერი ნინო ლომჯარია", "შორს სოდომისტების ბინძური ხელები ბავშვებისგან".

"ინტერპრესნიუსი"