"ამას პირად ბრძოლად და შეურაცხყოფად ვიღებ! ესე იგი, მეც ძალადობის მონაწილე ვარ?!"
"ამას პირად ბრძოლად და შეურაცხყოფად ვიღებ! ესე იგი, მეც ძალადობის მონაწილე ვარ?!"
"მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს, სადაც ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, ლუკა სარალიძე პანსიონში გატარებულ წლებს იხსენებს და აღმზრდელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, მრავალი წელია ამ ბავშვთა სახლში ცეკვის მასწავლებელია და მისთვის ფერიის ბავშვთა სახლი სამაგალითოა.

"ნებისმიერ შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ბრძოლას, წმ. მატათას სახ. ბავშვთა სკოლაპანსიონის წინააღმდეგ, პირად ბრძოლად და შეურაცხყოფად ვიღებ, რადგან მეც მათი დიდი ოჯახის წევრი ვარ 13 წელია და მეც ამ
სკოლის ცეკცის მასწავლებელი და ბავშვების, თუ პედაგოგების უახლოვესი ადამიანი ვარ,ჩემი შვილებითურთ!ვამბობ იმას რაც ვიცი ზუსტად , არც გაგონილით და არც მოყოლილით!!! თამამად ვაცხადებ , რომ ეს სკოლა არის სამაგალითო ყველასთვის და ყველაფერში!!! თუ თქვენ მათ ებრძვით, ჩათვალეთ, რომ მეც მებრძვით, რადგან მეც ამ სკოლის
ერთ- ერთ პედაგოგად მოვიაზრაბი, ესეიგი ყველა ბრალდებაც მეც პირადად მეხება. ესეიგი მეც ძალადობის მონაწილე ვარ?! ასე გამოდის. ესე იგი13 წელია ჩემი შვილებით ვუყურებ ამ სისასტიკეს და ხმას არ ვიღებ?! ვეგუები და ვმალავ ამ ყველაფერს რასაც მთავარი არხი აცხადებს?!ამაზრზენია უკვე ეს ყოველივე!!! ასე მიცნობთ?! მე, რომ რაიმე მსგავსი იქ მენახა, ამდენი წლის განმავლობაში თან დღეც და ღამეც ამ ბავშვებთან ერთად , ერთ სივრცეში ვცხოვროობ წლებია, როგორ გგონიათ კიდევ იქით გამიწევდა სიხარულით გული?! ან ჩემს შვილებს , როგორც მთავარი აცხადებს, ამ სასტიკ და მოძალადეობრივ სივრცეს გავაკარებდი?! ესე იგი, მეც მოძალადე, დანაშაულის მონაწილე და საშინელი დედა ვყოფილვარ, რადგან ჩემს საკუთარ შვილებს, თურმე სადისტებისა და მწამებლების საზოგადოებაში ვზრდი?! სირცხვილია!!!" - წერს თეა დარჩია.

ყველას
16 ივნისი 2021 11:46
გვარამია და მისი სიბოროტის ფორმულა ტელევიზია აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მათი მავნებლობა არ არის მარტივი, ისინი მრავალმხრივ მავნებლები, ბოროტები და ბოღმიანი ხალხია. არ შეიძლება ასეთი ტელევიზია, რომელიც უკვე ტერორისტულ ორგანიზაციად გადაიქცა არსებობდე, მალე ალბათ გამოაცხადებს ომს, რაღაც სასინელებას იტყვის და მოაწყობს მასობრივ ტერორს. გვარამიას საქციელს სახელი უნდა დაერქვას.
დავით ცნობილაძე
15 ივნისი 2021 12:19
თქვენც გინახიათ რა ტელეკომპანია. რაც მეტ ტყუილის ტირაჯირებას მოახდენს "მთავარი არხი" ის არ ურჩევნია?. რას ელით ტელეკომპანიისგან რომელიც ბოროტებით არის აღვსილი. შეიძლება ვიღაც არ მოგწონს, მაგრამ საპატრიქრქოს დაუპირისპირდე, უწმინდეს შეურაცყოფა მიაყენო, ეს ხომ აუტანელია.
givi
15 ივნისი 2021 10:54
როგორც ყველგან იქაც არის ხარვეზები და გამოასწორეთ. ბავშვებს სითბო და ქვეყანას გადარჩენა უნდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები