"ცოტა შოკირებული ვარ..."- ნატალია ქუთათელაძის წარმატება ბრიტანულ საოპერო კონკურსში (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ცოტა შოკირებული ვარ..."- ნატალია ქუთათელაძის წარმატება ბრიტანულ საოპერო კონკურსში (ვიდეო)

ქართველი მომღერალი ნატალია ქუთათელაძე "ბი-ბი-სის" მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს. როგორც ცნობილია, ოპერის მომღერალი ბრიტანული კონკურსის პირველი რაუნდის გამარჯვებული გახდა. ნატალია ივნისის ბოლოს ფინალურ ტურშიც იმღერებს.

"BBC CARDIFT SINGER OF THE WORLD 2021” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ოპერის მომღერალთა კონკურსია, რომელიც ყოველ წელს, ბრიტანეთში იმართება და სხვადასხვა ქვეყნის ოპერის მომღერლები დიდ ბრიტანეთს თავიანთი ნიჭის დემონსტრაციისთვის სტუმრობენ. „BBC CARDIFT SINGER OF THE WORLD 2021" ხუთი ტურისგან შედგება და თითოში 3-4 ოპერის მომღერალი გამოვა. წელს კონკურსს 15 ქვეყნიდან 16

მონაწილე ჰყავს. პირველი ტური 13 ივნისს უკვე გაიმართა, 19-ში კი ფინალური ტურიც გაიმართება.

13 ივნისს, ბრიტანეთის დროით, საღამოს 8-ის ნახევარზე, 4 მონაწილეს შორის სცენაზე ეკა მამალაძის უმშვენიერესი ქალიშვილი, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძეც წარდგა. ნატალიამ „დეივიდს ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში „Samson, recherchant me présence ... Amour! Viens aider ma faiblesse Samson et Dalila Saint-Saëns“ არია შეასრულა და პირველი რაუნდის გამარჯვებული გახდა. 29 წლის მომღერალი მონაწილეებს შორის ის ერთ-ერთია, რომელიც ფინალურ ტურში იმღერებს. იხილეთ სრულად