"ჯობია, თქვენს ოჯახში იმბრძანებლეთ, ბატონო ამირან!" - როგორ ეხმაურება თამარ ივერი ამირან გამრელიძის განხადებას? - კვირის პალიტრა

"ჯობია, თქვენს ოჯახში იმბრძანებლეთ, ბატონო ამირან!" - როგორ ეხმაურება თამარ ივერი ამირან გამრელიძის განხადებას?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრას, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს.ვაქცინაციის ოფიცრები ივლიან სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში და მსურველებს აცრისთვის ჯავშნის გეკეთებაში დაეხმარებიან.

ამის შესახებ მან, 15 ივნისს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეს ამაზე ვიმსჯელეთ და ჩვენ გვინდა, რომ ზაფხულში ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რათა შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებს, სწავლა რომ დაიწყება, ანუ ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტებში, უნდა იყოს ორჯერადადა აცრილი. ისევე, როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის, ასევე საჯარო დაწესებულებები შვებულების შემდეგ და ა.შ. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ და ამასთანავე, ყველა, ტელევიზია უნდა გახდეს უსაფრთხო, ამიტომ, როცა ვაქცინა გვექნება აიცერით ყველა,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ივლისის პირველი 10 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს ე.წ მასობრივი აცრის სივრცეების მოწყობა.

„თბილისში ეს იქნება, დაახლოებით, 4-5, ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში. ერთი ტექნიკური ცენტრი უკვე მზად არის „ჰუალინგში“, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა მისი ფუნქციონირება. ის შედარებით პატარაა - 10 ბრიგადით იმუშავებს და მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისში „ექსპოჯორჯიასთან“ რამდენიმე პავილიონთან დაკავშირებით, ასევე მოლებთან თბილისში და ეს ყველაფერი ივლისის პირველ 10 დღეში უნდა იყოს მზად,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის აღნიშნულ განხადებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მსოფლიოს საოპერო მუსიკის ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ ივერი.

"ჯობია, თქვენს ოჯახში იმბრძანებლეთ ბატონო ამირან! ულტიმატუმების ენით საუბარს პოლიტიკოსებს არ პატიობს ხალხი, არამცთუ "დოხტურებს"!!!" - წერს ივერი.

წყარო