"ივანიშვილმა ამ სიტყვებით გამაახალგაზრდავა და ამისთვის მადლობელი ვარ"
17-06-2021
"ივანიშვილმა ამ სიტყვებით გამაახალგაზრდავა და ამისთვის მადლობელი ვარ"
92 წლის პედაგოგი - მაყვალა ჩუბინიძე წლების განმავლობაში თბილისის 41-ე საბავშვო ბაღს ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი ამავე ბაღის დირექტორის მოადგილეა. მის ხელში უამრავმა ბავშვმა გამოიარა, რომელთაგან ბევრი შემდგომ უკვე საკმაოდ ცნობილი და წარმატებული პიროვნება გახდა და დღეს მათი სახელები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ხელოვნებისა თუ სპორტული სფეროს წარმომადგენლები და სხვები.
უფრო ადრე, ახალგაზრდობისას, ქალბატონი მაყვალა გერმანიაში ცხოვრობდა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"90-იანებში მართლაც ძალიან ჭირდა
ცხოვრება. განსაკუთრებულად უჭირდა საბავშვო ბაგა-ბაღებს, სადაც სინათლისა და გათბობის პრობლემების გარდა, საკვების პრობლემაც იდგა. ბევრ მშობელს მხოლოდ იმისთვის მოჰყავდა ბავშვი, რომ ოჯახში საჭმელი არ ჰქონდა. მე კი მქონდა საშუალება, რაღაცით დავხმარებოდი ხალხს და ეს უნდა გამეკეთებინა..."

"ბაღში არაფერი იყო, გავგიჟდი, რომ დავინახე, როგორი ფარდები ეკიდა...
წავედი და შევიძინე ფარდები, გადასაფარებლები და ნელ-ნელა ყველაფერი მოვაწყვე. მაშინდელი ჩვენი ხელმძღვანელობა იმდენად გაოცდა, რომ თითქმის ყველა ბაღის გამგე ჩემთან მოჰყავდათ, რომ ეჩვენებინათ, რა სიტუაცია იყო ჩვენთან. დროთა განმავლობაში ყველაფერი მოვაწესრიგე, ყველაფერი დალაგდა და კონტინგენტი, ჯგუფების რაოდენობაც გაიზარდა..."

"ცხოვრების უდიდესი ნაწილი ბავშვებთან გავატარე, შვებულებით არასდროს მისარგებლია. ყოველ წელს ვცდილობდი, რაღაც ახალი დამეხვედრებინა პატარებისთვის. სადაც ბავშვია, იქ ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. ყოფილა შემთხვევა, რომ მშობლისთვისაც არ მიმიცია შვილის შინ წაყვანის უფლება, ნასვამ მამას არასდროს ვატანდი ბავშვს. ჩავისვამდი მანქანაში, ვითომ გასეირნების მიზნით და ორივეს შინ მივიყვანდი..."

"ძალიან მიყვარს ჩემი ხმაურიანი თბილისი. ბავშვები მაძლევენ სტიმულს, ვიზრუნო ქალაქზე და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მის განვითარებაში. "თბილისზე მზრუნველის" საპატიო ჯილდო განსაკუთრებულად მიყვარს. 7 დაჯილდოებულ კანდიდატს შორის ერთ-ერთი მე ვიყავი. კლიპიც გადაიღეს და ფუნიკულორზე ლამაზი საღამოც მოგვიწყვეს. ეს ძალიან სასიამოვნო იყო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 17 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ნათია გურგენიძე


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?