ნაპოვნია IX - X საუკუნის კლდეში ნაკვეთი, უნიკალური ტაძარი ყაჯირის მთაზე - რას ამბობენ ახალ აღმოჩენაზე ისტორიკოსები?
ნაპოვნია IX - X  საუკუნის კლდეში ნაკვეთი, უნიკალური ტაძარი ყაჯირის მთაზე - რას ამბობენ ახალ აღმოჩენაზე ისტორიკოსები?
2020 წლის 9 თე­ბერ­ვალს, რო­დე­საც "კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვი­სა და კვლე­ვის ცენ­ტრის" ექ­სპე­დი­ცია სა­ტორ­გეს სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, ცენ­ტრის და­ფუძ­ნე­ბელ­მა ან­ზორ მჭედ­ლიშ­ვილ­მა, ყა­ჯრის მთის ქედ­ზე გა­მოქ­ვა­ბუ­ლი შე­ნიშ­ნა. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერთ ექ­სპე­დი­ცი­ას ჩა­უვ­ლია, თუმ­ცა მა­ნამ­დე რა­ტომ­ღაც არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია ეს "სა­ეჭ­ვო სი­ცა­რი­ე­ლე", რომ­ლის მიღ­მაც თურ­მე ძვე­ლი, უნი­კა­ლუ­რი გუმ­ბა­თი­ა­ნი ტა­ძა­რი იმა­ლე­ბო­და."გა­სულ წელს, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, გზი­დან და­ვი­ნა­ხე ეს გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­შინ არ მი­ფიქ­რია, რომ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო და არც შევ­ჩე­რე­ბულ­ვართ. შემ­დეგ, როცა
ექ­სპე­დი­ცი­ი­დან დავ­ბრუნ­დით და ფო­ტო­ებს ვა­მუ­შა­ვებ­დი, გა­მიჩ­ნდა ეჭვი, რომ კადრში უბ­რა­ლო გა­მოქ­ვა­ბუ­ლი კი არა, ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა ჩან­და. მა­ლე­ვე კი­დევ ერთხელ წა­ვე­დით სა­ტორ­გე­ში, მაგ­რამ გა­მოქ­ვა­ბულ­ში შეს­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, რად­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი ალ­პი­ნის­ტუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­რე­შე იქ ას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი კო­ვიდ­პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა შეგ­ვი­შა­ლა ხელი და მხო­ლოდ
რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ვა­ხერ­ხეთ გვე­ნა­ხა, რა იყო გა­მოქ­ვა­ბულ­ში", - გვიყ­ვე­ბა ან­ზორ მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

სა­ტორ­გედ წო­დე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სივ­რცე და­ვით­გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ნა­წი­ლია და კა­ხეთ­ში, სიღ­ნა­ღი­სა და დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მდე­ბა­რე­ობს. კერ­ძოდ, მდი­ნა­რე იო­რის მარ­ჯვე­ნა ნა­პი­რას, და­ლის წყალ­სა­ცა­ვის სი­ახ­ლო­ვეს. კომ­პლექ­სი ე.წ. ყა­ჯი­რის მთის ქე­დებ­ზე, კლდე­შია გა­მოკ­ვე­თი­ლი და სიგ­რძე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე კი­ლო­მეტრზეა გაშ­ლი­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სა­ტორ­გე სა­სუ­ლი­ე­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გარ­და, სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­ულ ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებ­და. ამის თქმის სა­ფუძ­ველს მათ აძ­ლევთ კომ­პლექ­სის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა - სა­ტორ­გე მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მა­ღალ წერ­ტილ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, ერთ-ერთ ქედ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია კოშ­კის ნაშ­თი, რო­მე­ლიც, მკვლე­ვა­რე­ბის ვა­რა­უ­დით, სათ­ვალ­თვა­ლო ობი­ექ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ან­ზორ მჭედ­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვა ამ დრომ­დე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მისი თქმით, დღე­ი­სათ­ვის მიკ­ვლე­უ­ლი სამი ძი­რი­თა­დი კომ­პლექ­სი, მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმ ძეგლ­თა სის­ტე­მი­სა, რაც კლდე­ე­ბის სიღ­რმე­ში იმა­ლე­ბა.

მკვლე­ვა­რი უახ­ლე­სი აღ­მო­ჩე­ნის იტო­რი­ას გვი­ამ­ბობს და გვე­უბ­ნე­ბა, რომ ძეგლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ ერთ უძ­ვე­ლეს სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსს წარ­მო­ად­გენს. გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები