"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს.

მათი თქმით, ბარიკადების მოხსნა მათ შესვლის უფლებად მიიღეს, ამიტომ მსვლელობის მოწყობა გადაწყვიტეს. მათ შესვლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციელების თქმით, გარკვეული საფრთხეები არსებობს, ამიტომ დღეს ხეობაში შესვლის უფლებას ვერ მისცემენ.

უარის შემდეგ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ რეალურად დაპირება არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოატყუეს. ამასთან, მათი განმარტებით, ხვალინდელ შეხვედრას დაელოდებიან.

სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ
არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები