"სი­მარ­ტო­ვემ დამ­ღა­ლა. ის სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა... ვე­რა­ვინ შეც­ვლის თეოს, მაგ­რამ..."
"სი­მარ­ტო­ვემ დამ­ღა­ლა. ის სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა... ვე­რა­ვინ შეც­ვლის თეოს, მაგ­რამ..."
2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - "ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

და­ი­ღუპ­ნენ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა.
სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა, ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

ტრა­გე­დი­ი­დან 11 წელი გა­ვი­და და გელა და­ი­ა­ურს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი დღემ­დე უჭირს. შემ­ზა­რა­ვი ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში
სი­ახ­ლეა. გელა და­ი­ა­უ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ამა­ზე მან გა­და­ცე­მა "ყვი­თელ ყუთ­ში" ისა­უბ­რა:

"ის სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა... თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. დღე­საც არ ვიცი, ამ ამ­ბავს რო­გორ შეხ­ვდე­ბი­ან. ად­რეც ვამ­ბობ­დი, რომ თუ შემ­ხვდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, უკან არ და­ვი­ხევ­დი. შემ­ხვდა ალ­ბათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­დავ­წყვი­ტე, გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ამ ტრა­გე­დი­ის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს რომ და­უდ­გე­ბი გვერ­დით, ესე იგი ძლი­ე­რი უნდა იყო. სი­მარ­ტო­ვემ დამ­ღა­ლა. არას­დროს მი­ძებ­ნია ვინ­მე, ვერც ვე­რა­ვინ შეც­ვლის თეოს, მაგ­რამ დამ­ღა­ლა მარ­ტო ყოფ­ნამ. არ მინ­და, რომ მარ­ტომ ვი­ცხოვ­რო... და­ვი­ღა­ლე", - ამ­ბობს გელა და­ი­ა­უ­რი.

გელა და­ი­ა­ურ­მა მისი წარ­სუ­ლი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც წლე­ბის წინ მისი 9 წლის და ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

"ეს ტრა­გე­დია რომ მოხ­და, 22-23 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. სახ­ლში სუფ­რა იყო და მა­მა­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლი იყო სტუმ­რად. ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი იყ­ვნენ და უხა­რო­დათ ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რა. მე სახ­ლში არ ვი­ყა­ვი, მთა­ში ვი­ყა­ვი ასუ­ლი და ამ დროს მომ­ხდა­რა ამ­ბა­ვი. ბე­ბე­რი ძაღ­ლი გვყავ­და და იმის მოკ­ვლა გა­და­უ­წყვე­ტია ამ კაცს და ძაღლს აცდა და ჩემს დას მოხ­ვდა. ბრმა ტყვია მოხ­ვდა მას და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 9 წლის ბავ­შვი, თაია.

არ მა­ვი­წყდე­ბა გა­მოს­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი. მა­შინ დე­დას და­ტი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. მახ­სოვს დე­დას გა­ფით­რე­ბუ­ლი სახე. ძა­ლი­ან მძი­მედ მახ­სენ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დი. ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც უნებ­ლი­ედ და მო­მიკ­ლა, გელა და­ი­ა­უ­რია. სამი წლის შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნი დაბრმავ­და და თვით­მკვლე­ლო­ბით და­ამ­თავ­რა სი­ცო­ცხლე" - ამ­ბობს და­ი­ა­უ­რი.

მაგნოლია
18 ივნისი 2021 15:48
ცხოვრება გრძელდება, სხვა რა გზაა, ღმერთმა გამძლეობა და ძალა მოგცეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები