"მის გა­მო­ჩე­ნამ­დე ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი... რამ­დენ­ჯერ დამ­ხვედ­რია ეზოს ჭიშ­კარ­ზე წე­რი­ლი..."
"მის გა­მო­ჩე­ნამ­დე ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი... რამ­დენ­ჯერ დამ­ხვედ­რია ეზოს ჭიშ­კარ­ზე წე­რი­ლი..."
"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი რიმა ბე­რა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის მო­ტივს ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის სურ­ვი­ლით ხსნის. ამ­ბობს, რომ, რაც გა­უ­კე­თე­ბია, ზღვა­ში წვე­თია, დაღ­ლას არ აპი­რებს, რად­გან წინ დიდი გეგ­მე­ბია.

ბავ­შვო­ბა

ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე, ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით - 4 და და ერთი ძმა. მშობ­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით გვზრდიდ­ნენ. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და მარ­თლაც, ხუ­თი­ვემ და­ვამ­თავ­რეთ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი. მშობ­ლე­ბი მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ისი­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ, აშე­ნებ­დნენ
სახ­ლს, რო­მე­ლიც ახ­ლაც დგას ოზურ­გეთ­ში. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც მათ გვას­წავ­ლეს, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, წე­სი­ე­რე­ბა და ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა იყო. ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში თუ იკი­თხავთ გენო ბე­რა­ძის ოჯახს, გე­ტყვი­ან, რომ ერთ-ერთი წე­სი­ე­რი და პა­ტივ­სა­ცე­მი ოჯა­ხია, რაც მე­ა­მა­ყე­ბა.

სტუ­დენ­ტო­ბა

შემ­დეგ
იყო სტუ­დენ­ტო­ბა... თავ­და­პირ­ვე­ლად, გე­ო­ლო­გო­ბა მინ­დო­და, რად­გან ჩვენ­თან, რა­ი­ონ­ში, მთის­პირ­ში იყო ბენ­ტო­ნი­ტუ­რი თი­ხის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი დიდი ქარ­ხა­ნა. ამ სო­ფელ­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ვა­ტა­რებ­დით ხოლ­მე არ­და­დე­გებს. იქ რუ­კე­ბით და­დი­ო­და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი - მარკშე­ი­დე­რი გე­ო­ლო­გი და ძა­ლი­ან მომ­წონ­და. მინ­დო­და, მეც მა­სა­ვით გე­ო­ლო­გი გავმხდა­რი­ყა­ვი. ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცო­დი მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა და ქი­მია, შემ­დეგ მშობ­ლებ­მა მირ­ჩი­ეს და ყვე­ლამ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, ინ­ჟი­ნერ-ეკო­ნო­მის­ტი გავმხდა­რი­ყა­ვი. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ჯერ ქი­რით ვცხოვ­რობ­დით, შემ­დეგ ჩემი უფ­რო­სი და თბი­ლის­ში გა­თხოვ­და და ყვე­ლა­ნი მას­თან ვცხოვ­რობ­დით. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, უფ­რო­სი და ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გარ­და­მეც­ვა­ლა - 23 წლის შვი­ლის ტრა­გე­დი­ის გამო, უკურ­ნე­ბე­ლი სენი შე­ე­ყა­რა, ვერ შევ­ძე­ლით მისი გა­დარ­ჩე­ნა... ჩვენ ყვე­ლა­ნი, ოთხი­ვე სტუ­დენ­ტი და-ძმა დას­თან და სი­ძეს­თან გა­ვი­ზარ­დეთ, სა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო გვქონ­და. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა იმი­სათ­ვის, რომ ჩემი მშობ­ლე­ბის გული გა­მე­ხა­რე­ბი­ნა. ზო­გა­დად, კაც­თმოყ­ვა­რე ვარ, მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩემი უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა იყო და არის, გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რო, ეს ჩემი ერ­თგვა­რი ჰო­ბია...

მიყ­ვარს ოზურ­გე­თი და გუ­რუ­ლე­ბი, იქ ჩემი ფეს­ვე­ბია, ჩემი მშობ­ლე­ბი იქ არი­ან და ბე­ბია-ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვე­ბიც იქ მაქვს. ყო­ველ­თვის ვა­კი­თხავ ჩემი წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვებს და ვუვ­ლი მარ­ტო ჩე­მე­ბის კი არა, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საფ­ლა­ვებ­საც, რომ­ლებ­საც ვერ აკი­თხა­ვენ. ან­დერ­ძი­ვით მაქვს და ჩემს შვილს ვე­უბ­ნე­ბი, რო­დე­საც გარ­და­ვიც­ვლე­ბი, ერთი სურ­ვი­ლი შე­მის­რუ­ლე, ვიდ­რე შე­გეძ­ლე­ბა ამ საფ­ლა­ვებ­ზე მოდი მათ უკ­ვდავ­სა­ყო­ფად-მეთ­ქი..

"ამას არას­დროს დავ­მა­ლავ"

ამას არას­დროს დავ­მა­ლავ - 25 წლის ვი­ყა­ვი, როცა იმ­დრო­ინ­დელ­მა პარ­ტი­ის რა­ი­კო­მის მდი­ვან­მა ჩემ­თან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მოს­ვლის დროს, მო­მის­მი­ნა იმ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც მის წი­ნა­შე და­ვა­ყე­ნე, მერე გა­მო­მი­ძა­ხა და პარ­ტი­ის რა­ი­კო­მის მე­სა­მე მდივ­ნად დამ­ნიშ­ნეს, იდე­ო­ლო­გია მიმ­ყავ­და. 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი ოზურ­გე­თის რა­ი­ონ­ში და იმა­ში, რაც იმ პე­რი­ოდ­ში რა­ი­ონ­ში აშენ­და და რაც გან­ვი­თარ­და, წვლი­ლი მეც მი­მი­ძღვის. იქ დავ­ტო­ვე ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, მე­უბ­ნე­ბი­ან, აი, შენ რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი იყა­ვიო... იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან წე­სი­ე­რად ვმუ­შა­ობ­დი. წე­სი­ე­რე­ბი ყვე­ლა თა­ო­ბა­ში არი­ან და ეს იცი­ან ოზურ­გე­თე­ლებ­მა. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი აღი­ა­რე­ბა იყო, როცა 15 წლის შემ­დეგ, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ჯგუფ­მა წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში და ჩემს გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ვნას ითხოვ­და. ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო (შვი­ლი პა­ტა­რა მყავ­და), წას­ვლა ვერ შევ­ძე­ლი და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უარი ვთქვი. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბა, როცა და­ვი­ნა­ხე, რომ ადა­მი­ა­ნებს ჩემი რწმე­ნა ჰქონ­დათ.

რა­ტომ მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში...

როცა ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი, ოზურ­გე­თი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, ვი­ყა­ვი 2 მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში. ჩემი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ ში­ნა­გა­ნად მქონ­და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ არ მქონ­და დიდი ხელ­ფა­სი, არც დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და როცა 2011 წელს ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მო­დი­ო­და, მი­ვე­დი ამ გუნდთან რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე. მის გა­მო­ჩე­ნამ­დე ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი და პირ­ვე­ლად მა­შინ ვნა­ხე, რო­დე­საც თბი­ლის­ში დიდი აქ­ცია ჩა­ტარ­და. განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები