"ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი... წახვედი და..." - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი გავიდა
"ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი... წახვედი და..." - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი გავიდა
ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და. გი­ორ­გის და, ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"18 ივ­ნი­სი... დღე, რო­მე­ლიც არა­სო­დეს წა­იშ­ლე­ბა ჩემი გო­ნე­ბი­დან... შარ­შან ამ დროს ზუს­ტად ერთი წლის წინ და­მი­რე­კე და მი­თხა­რი: "ანი, ხო სამ­სა­ხურ­ში ხარ? მეც შენ­კენ მოვ­დი­ვარ, სა­ლონ­ში წას­ვლას ვა­პი­რებ, სა­ღა­მოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მივ­დი­ვარ".

ეს იყო ჩვე­ნი უკა­ნას­კნე­ლი სა­უ­ბა­რი... წახ­ვე­დი და ვე­ღარ გნა­ხეთ... უშე­ნო­ბის ერთი წელი ... "

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 2020 წლის 22 ივ­ნისს, მდი­ნა­რე
არაგ­ვში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულს წინ უს­წრებ­და მცხე­თა­ში მდე­ბა­რე აგა­რაკ­ზე, და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე მყოფ სტუმ­რებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მე­ლიც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც სცე­მეს და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს მსჯავ­რდე­ბულ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს.

მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო, და­ბა­დე­ბის დღე სხვებ­თან ერ­თად გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მაც და­ტო­ვა და თბი­ლი­სის
მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თა. შა­ქა­რაშ­ვილ­სა და მის თან­მხლებ პი­რებს ჯერ, თბი­ლი­სი­დან წა­მო­სუ­ლი "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი პი­რე­ბი და­ესხნენ თავს, შემ­დეგ კი, "ტო­ი­ო­ტა­ში" მყო­ფე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ქა­რაშ­ვილ­სა და მას­თან ერ­თად მყო­ფებს თავს და­ესხნენ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, ა.ქ. და ზ.ხ., არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, რომ­ლებ­მაც სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს მათ და ცდი­ლობ­დნენ მათ­ზე ძა­ლა­დო­ბას. საფრ­თხის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და და­ნარ­ჩე­ნე­ბი, გა­იქ­ცნენ. გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და­ი­მალ­ნენ მდი­ნა­რე არაგ­ვის მიმ­დე­ბა­რედ, ბუჩ­ქნარ­ში. ხოლო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­იქ­ცა მდი­ნა­რე არაგ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს და ვახ­ტანგ ახვლე­დი­ანს იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­კიდ­ნენ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მხა­რეს, გა­ნაგ­რძეს სირ­ბი­ლი გზის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­სე­ბულ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე იმ მიზ­ნით, რომ პი­რის­პირ დახ­ვედ­როდ­ნენ იმა­ვე გზა­ზე სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან გა­მოქ­ცე­ულ პი­რებს და გზა გა­და­ე­ღო­ბათ მათ­თვის. ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე სირ­ბი­ლი­სას და­ი­მა­ლა გზის პი­რად არ­სე­ბულ ბუჩ­ქებ­ში, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა კი გა­ნაგ­რძო გა­და­ად­გი­ლე­ბა. რო­დე­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი მი­უ­ახ­ლოვ­და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გზის იმ მო­ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც არაგ­ვის ხი­დის ბურ­ჯებს შო­რის გა­დის, სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან მას გზა გა­და­უ­ღო­ბეს არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ და ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა.

ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ორი­ვე მხრი­დან მო­ექ­ცა თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის, რა­მაც მას მო­უს­პო თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გარ­და­უ­ვა­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჩა­სუ­ლი­ყო გზის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­სე­ბულ ხევ­ში, სა­დაც მას ჩაჰ­ყვა ხუ­თი­ვე თავ­დამ­სხმე­ლი. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩე­ბის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში. სას­ტი­კად ნა­ცე­მი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გა­და­აგ­დეს მდი­ნა­რე არაგ­ვში, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო რა­ი­მე მკვრი­ვი-ბლაგ­ვი მატ­რავ­მი­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით, რო­გო­რი­ცაა ხელ­კე­ტის მსგავ­სი სა­გა­ნი, ფეხი, ქვა, მუშ­ტი.
ტეგები თემაზე:
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები