საელჩო - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დამსაქმებელმაც პირობები დაარღვია, მიმდინარე კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ
საელჩო - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დამსაქმებელმაც პირობები დაარღვია, მიმდინარე კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება. როგორც საელჩოში აღნიშნავენ, გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

"ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები.
სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანიის საელჩოს ცნობით, საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება.

ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში დასაქმებული ქართველები პრობლემებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ,
რომ ისინი შეუსაბამო პირობებში არიან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები