"14 წლის ბიჭი სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად ქვა­ზე ავი­და და შა­ო­რის ტბა­ში გადავარდა" - ტრაგედია ექსკურსიაზე - კვირის პალიტრა

"14 წლის ბიჭი სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად ქვა­ზე ავი­და და შა­ო­რის ტბა­ში გადავარდა" - ტრაგედია ექსკურსიაზე

მაშველებმა, შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. 14 წლის ბიჭი შაორის ტბაში რამდენიმე საათის წინ გადავარდა.

ამბროლაურის მერის, ზვიად მხეიძის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მათ მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

ambebi.ge