"ბე­დის ირო­ნი­აა, რომ იმ ექი­მე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვს, რომ­ლებ­მაც ქვე­ყა­ნას მას­შტა­ბუ­რი COVID ტრა­გე­დია აა­ცი­ლეს" - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჯაფარიძეს ბრალდებას პასუხობს
"ბე­დის ირო­ნი­აა, რომ იმ ექი­მე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვს, რომ­ლებ­მაც  ქვე­ყა­ნას მას­შტა­ბუ­რი COVID ტრა­გე­დია აა­ცი­ლეს" - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჯაფარიძეს ბრალდებას პასუხობს
ო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მცდე­ლო­ბებს, რაც შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად წარ­მო­ა­ჩი­ნი­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი COVID-19-ის სი­ტუ­ა­ცია, გა­უ­ჩი­ნონ მო­სახ­ლე­ო­ბას და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა და უნ­დობ­ლო­ბა ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და ექი­მე­ბის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი თქმით, პარ­ტია „გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხურს COVID პან­დე­მი­ის ძა­ლი­ან ცუდი მარ­თვის და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ჩა­მოშ­ლის მძი­მე ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს და "არც მეტი არც
ნაკ­ლე­ბი "პა­ა­ტა იმ­ნა­ძის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ითხოვს?!".

"ბე­დის ირო­ნი­აა, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ოდი­ო­ზუ­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო წეს­რი­გის მოშ­ლის და ადა­მი­ა­ნებ­ში ყვე­ლა­ზე ქვე­ნა ინ­სტიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, იმ ექი­მე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვს, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის
სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს და ქვე­ყა­ნას მას­შტა­ბუ­რი COVID ტრა­გე­დია აა­ცი­ლეს. არა­ფერს ვამ­ბობთ ათე­ულ ათა­სო­ბით C ჰე­პა­ტი­ტით ავად­მყო­ფე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე. ისე სა­ინ­ტე­რე­სოა, ბ-ნი ზუ­რა­ბი ჩვენ­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვს, თუ გი­რა­ოს.

ბ-ნი ზუ­რა­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო „1 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე COVID გარ­დაც­ვლი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით 222 ქვე­ყა­ნას/ერ­თე­ულს შო­რის 39-ე ად­გილ­ზეა“, რაც, მისი აზ­რით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში COVID კა­ტას­ტრო­ფის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

სი­ნამ­დვი­ლე კი შემ­დე­გია:

ბ-ნი ზუ­რა­ბის მე­თო­დი­კით და ლო­გი­კით რომ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ, მა­შინ გა­მო­დის, რომ მა­გა­ლი­თად, სი­რი­ას, ტა­ჯი­კეთს, ავ­ღა­ნეთს, სო­მა­ლის, ეთი­ო­პი­ას, ბურ­კი­ნა ფა­სოს, ჰა­ი­ტის და კი­დევ 150-ზე მეტ მსგავს ქვე­ყა­ნას 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით აშშ-ზე და ევ­რო­პის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო და­ბა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად, COVID პან­დე­მი­ას უკე­თე­სად მარ­თა­ვენ? რო­მე­ლი ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ჯე­რებს ამას. ეს არც ბ-ნ ზუ­რაბს სჯე­რა (მას ხომ ინ­ტე­ლექ­ტი უდა­ვოდ არ აკ­ლია), მაგ­რამ ეს მას ნაკ­ლე­ბად ადარ­დებს. მთა­ვა­რია ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ოს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აამ­ხედ­როს.

საქ­მე იმა­შია, რომ რო­დე­საც COVID სიკ­ვდი­ლო­ბა­ზე და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, სა­ქარ­თვე­ლო უნდა შე­დარ­დეს მხო­ლოდ ევ­რო­პის და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებს, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი რე­გი­ო­ნის უმე­ტეს (უმე­ტეს და არა ყვე­ლა) ქვეყ­ნებ­ში ჯერ ერთი COVID პან­დე­მი­ის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და მე­ო­რე და მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში (ერ­თე­უ­ლე­ბის გარ­და) აღ­რი­ცხვი­სა და ან­გა­რიშ­გე­ბის პრინ­ცი­პე­ბი და მათი სან­დო­ო­ბა ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს და მათი შე­და­რე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თან სრუ­ლი­ად არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია.

ახლა შე­ვა­და­როთ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ევ­რო­პის და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებს.

ქვე­ყა­ნა­ში COVID პან­დე­მი­ის მარ­თვის შე­ფა­სე­ბა რა­მო­დე­ნი­მე მაჩ­ვე­ნებ­ლით ხდე­ბა, მაგ­რამ მათ­გან მთა­ვა­რია ორი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი: 1. COVID-19-ის ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი - ე.წ. CFR (case fatality rate) და 2. მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თე­ულ­ზე (მაგ. 1 მი­ლი­ონ­ზე) გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა.

პირ­ვე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (CFR) პირ­და­პირ ასა­ხავს COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის და მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რისხს და არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი არც ქვეყ­ნის სი­დი­დე­ზე და არც COVID შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

მე­ო­რე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი უკვე ინ­ტეგ­რა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა­მარ­ტო კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ხა­რისხზე, არა­მედ ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით ავად­მყოფ­თა სა­ერ­თო (კუ­მუ­ლა­ცი­ურ) რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

პირ­ვე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით - COVID-19-ის ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტით სა­ქარ­თვე­ლოს (CFR- 1.43%) ცალ­სა­ხად უკე­თე­სი (უფრო და­ბა­ლი) მაშ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს, ვიდ­რე აშშ-ს (CFR - 1.79%), კა­ნა­დას (CFR- 1.85%) და მექ­სი­კას (CFR – 9,43%) და ევ­რო­პის 35 ქვე­ყა­ნას (დიდ ბრი­ტა­ნეთს, გერ­მა­ნი­ას, ბოს­ნი­ას, ბულ­გა­რეთს, უნ­გრეთს, მა­კე­დო­ნი­ას, სლო­ვა­კეთს, სა­ბერ­ძნეთს, იტა­ლი­ას, რუ­მი­ნეთს, პო­ლო­ნეთს, რუ­სეთს, მოლ­დო­ვას, ბელ­გი­ას, უკ­რა­ი­ნას, ხორ­ვა­ტი­ას, ჰიბ­რალ­ტარს, ეს­პა­ნეთს, Channel islands-ს, სომ­ხეთს, პორ­ტუ­გა­ლი­ას, ლიხ­ტენშტე­ინს, საფ­რან­გეთს, ალ­ბა­ნეთს, ირ­ლან­დი­ას, ჩე­ხეთს, ლატ­ვი­ას, Isle of Man-ს, სან მა­რი­ნოს, სლო­ვე­ნი­ას, ავ­სტრი­ას, მონ­ტე­ნეგ­როს, ლიტ­ვას შვე­ი­ცა­რი­ას და აზერ­ბა­ი­ჯანს).

მე­ო­რე მაჩ­ვე­ნებ­ლით - 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო (1280 გარ­დაც­ვლი­ლი 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე) ასე­ვე ცალ­სა­ხად ჩა­მორ­ჩე­ბა აშშ-ს (1850 გარ­დაც­ვლი­ლი 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე), მექ­სი­კას (1769 გარ­დაც­ვლი­ლი 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე) და ევ­რო­პის 27 ქვე­ყა­ნას (დიდ ბრი­ტა­ნეთს, იტა­ლი­ას, უნ­გრეთს, ბოს­ნი­ას, ჩე­ხეთს, ჰიბ­რალ­ტარს, სან მა­რი­ნოს, მა­კე­დო­ნი­ას, ბულ­გა­რეთს, მონ­ტე­ნეგ­როს, სლო­ვა­კეთს, ბელ­გი­ას, სლო­ვე­ნი­ას, ხორ­ვა­ტი­ას, პო­ლო­ნეთს, ეს­პა­ნეთს, საფ­რან­გეთს, პორ­ტუ­გა­ლი­ას, რუ­მი­ნეთს, ან­დო­რას, ლიტ­ვას, ლიხ­ტენშტე­ინს, მოლ­დო­ვას, სომ­ხეთს, შვე­დეთს, ლატ­ვი­ას და ლუქ­სემ­ბურგს).

და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­ზღუ­დუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნაა და ვაქ­ცი­ნა­ცი­აც დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ბ-ნი ზუ­რა­ბის აზ­რით ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ექი­მე­ბიც უნდა მი­ეც­ნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, თუ არა.

მე ვთხოვ ბ-ნ ზუ­რაბს დაგ­ვი­სა­ხე­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი დარ­გი მა­ინც (მე­დი­ცი­ნის დარ­გე­ბის ჩათ­ვლით), რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო სჯობ­ნის აშშ-ს და ევ­რო­პის 35 ან თუნ­დაც 27 ქვე­ყა­ნას და მერე გვი­პა­სუ­ხოს სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID პან­დე­მი­ის მმარ­თვე­ლი პი­რე­ბი პა­სუ­ხის­მგე­ბა­ში მი­ცე­მას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, თუ და­ფა­სე­ბას და მხარ­და­ჭე­რას.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა შე­ზღუდ­ვებს და ლო­ქ­და­უ­ნებს, რა­შიც ბ-ნი ზუ­რა­ბი ასე­ვე გვა­და­ნა­შუ­ლებს. ისი­ნი რა თქმა უნდა იყო, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით უფრო ნაკ­ლე­ბად მკაც­რი, ვიდ­რე ევ­რო­პის უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში. ასე მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მხო­ლოდ ერთი პი­როვ­ნე­ბის სტუმ­რო­ბის უფ­ლე­ბა სხვა ოჯა­ხი­დან, მხო­ლოდ 6 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა და გა­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა 15 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რა­დი­უ­სით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან (გერ­მა­ნია), კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი­დან დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე (საფ­რან­გე­თი), სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზის გა­რე­შე (დიდი ბრი­ტა­ნე­თი), სახ­ლი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვლე­ლად, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად და მო­ხუ­ცე­ბის და ბავ­შვე­ბის მო­სავ­ლე­ლად (ეს­პა­ნე­თი), სახ­ლში მხო­ლოდ ერთი პი­როვ­ნე­ბის მი­ღე­ბის (ვი­ზი­ტის) უფ­ლე­ბა და ე.წ. „ოთხის წესი“ სახ­ლის გა­რეთ შეხ­ვედ­რე­ბი­სას (ბელ­გია), სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბის აკ­რძალ­ვა მათ გარ­და ვინც უვ­ლის ბავ­შვებს, მო­ხუ­ცებს და ავად­მყო­ფებს, ქორ­წი­ლის შე­ზღუდ­ვა 6 ადა­მი­ა­ნით და დაკ­რძალ­ვის - 10 ადა­მი­ა­ნით (ირ­ლან­დია), სახ­ლი­დან გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა მაქ­სი­მუმ 1000 მეტ­რით, შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ 5 ადა­მი­ა­ნამ­დე და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ში და 10 ადა­მი­ა­ნამ­დე - ღია სივ­რცე­ში (ის­რა­ე­ლი), თვით ბრი­ტა­ნეთ­მაც კი, რო­მელ­მაც უკვე მო­სახ­ლე­ო­ბის 2/3 აცრა, სულ ახ­ლა­ხანს და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა გა­და­დო ა.წ. 21 ივ­ნი­სი­დან 19 ივ­ლი­სამ­დე და ა.შ. და ა.შ.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა COVID პან­დე­მი­ის სა­მარ­თა­ვად მო­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვას და „მო­პარ­ვას“. ჯერ კი­დევ 2020 წლის ოქ­ტომ­ბრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ოს COVID პან­დე­მია 16 ტრი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი და­უჯ­და (ახლა ეს ციფ­რი გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბა) და რა გა­საკ­ვი­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­საც სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ჯე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა ეს ხარ­ჯე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია. ჩვენ პი­რა­დად არა­ნა­ი­რი, თუნ­დაც სიმ­ბო­ლუ­რი შე­ხე­ბაც კი არ გვქო­ნია არა­ნა­ირ ფი­ნან­სებ­თან და ხარ­ჯვას­თან, მაგ­რამ მა­ინც მინ­და ვკი­თხო ბ-ნ ზუ­რაბს - თუ ყვე­ლა­ფე­რი „მო­ი­პა­რეს“, მა­შინ რის ხარ­ჯზე კეთ­დე­ბა უფა­სოდ ყო­ველ­დღი­უ­რად 30 ათას­ზე მეტი ტეს­ტი (ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მსოფ­ლი­ო­ში). რის ხარ­ჯზე იქნა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 6 ათას­ზე მეტი COVID სა­წო­ლი მთე­ლი თა­ვი­სი მედ­პერ­სო­ნა­ლით, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, რის ხარ­ჯზე გა­ტარ­და 100 ათას­ზე მეტი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი და 250 ათას­ზე მეტი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი COVID ავად­მყო­ფი და ყვე­ლა - უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­დარ­ტე­ბით. რის ხარ­ჯზე შე­იქ­მნა 60-ზე მეტი „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“, რის ხარ­ჯზე იქნა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 4 ათას­ზე მეტი ად­გი­ლი (პი­კის პე­რი­ოდ­ში) COVID სას­ტუმ­რო­ებ­ში, რის ხარ­ჯზე ხდე­ბა ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კა­დე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვა (ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლი­ო­ში), რის ხარ­ჯზე იქნა ქვე­ყა­ნა სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და კო­ლექ­ტი­უ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რის ხარ­ჯზე შე­მო­დის COVID ვაქ­ცი­ნის ასი ათა­სო­ბით და მი­ლი­ო­ნო­ბით (ა.წ. ივ­ლი­სი­დან) დოზა, რის ხარ­ჯზე გა­ე­წია სუბ­სი­დი­რე­ბა და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მთელ რიგ დარ­გებს და მთელ რიგ სო­ცი­ა­ლურ ფე­ნებს და ა.შ. და ა.შ.

კონ­კრე­ტუ­ლად კი­დევ რა უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და არ გა­კეთ­და (ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გარ­და) ქვე­ყა­ნა­ში COVID პან­დე­მი­ის სა­მარ­თა­ვად და სა­ი­დან იცის ბ-ნმა ზუ­რაბ­მა, რომ ყვე­ლა­ფე­რი „მო­ი­პა­რეს“.

მე მინ­და ვთხო­ვო ბ-ნ ზუ­რაბს შემ­ხვდეს პი­რა­დად და გან­მარ­ტოს, თუ რა ნახა პი­რა­დად ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ისე­თი, რომ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ითხოვს. კერ­ძოდ, მო­ვი­თხოვ დაგ­ვი­სა­ხე­ლოს ჩემს მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი თუნ­დაც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მა (ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ჩვენ შე­ხე­ბა არ გვაქვს), დაგ­ვი­სა­ხე­ლოს თუნ­დაც ერთი ავად­მყო­ფი, რომ­ლის­გა­ნაც მე მთე­ლი ჩემი 50-წლი­ა­ნი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბი­სას თუნ­დაც ერთხელ ამი­ღია რა­ი­მე ჰო­ნო­რა­რი გინდ ფორ­მა­ლუ­რად, გინდ არა­ფორ­მა­ლუ­რად (ჩემი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც კი უფა­სოა). და­მი­სა­ხე­ლოს ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც, რო­დე­საც მე COVID პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე ფორ­მით, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­მე­ღოს. თუ ის ამას ვერ შეს­ძლებს, მა­შინ მე მო­ვი­თხოვ სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­დოს ბო­დი­ში ჩემი ღირ­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვი­სათ­ვის. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მას მო­უ­წევს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

მოკ­ლედ, დე­მა­გო­გია ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ რო­დე­საც იგი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი­დან მო­დის სა­ში­ნე­ლე­ბაა და და­მან­გრე­ვე­ლია სა­ხელ­მწი­ფოს­თვის“, - ნათ­ქვა­მია თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.



სტუმარი
19 ივნისი 2021 13:47
,,დამიჭირეს მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია"..
გია
19 ივნისი 2021 12:42
ბედის დაცინვა არ არის? გირჩი ჯაფარიძე, ბატონ ცერცვაძეზე, რომ ლაპარაკობს კრიტიკის ენით? ერთი სიტყვით პარადოქსების ქვეყანა ვართ. ვინ ბლატაობე, ვიზე?
aleksandre
19 ივნისი 2021 12:00
ენას ძვალი არ აქვს, გადაამოწმეთ ციფრები არ ტყუიან, ბატონი ცერცვაძე მართალია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები