"როგორც ვიცი, კახას მშობელიც თან ახლდა" - ვინ არის რაჭაში, ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდი? - კვირის პალიტრა

"როგორც ვიცი, კახას მშობელიც თან ახლდა" - ვინ არის რაჭაში, ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდი?

რაჭაში, მომხდარ უბედურ უბედურ შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. კახაბერ სოფრომაძე კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ის სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და ტბაში გადავარდა.

ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. სწორედ ქობეთის მკვიდრი იყო დაღუპული მოზარდიც.

ექსკურსიაზე ბავშვებს მშობლები და მასწავლებლები თან ახლდნენ.

"საშინელი ტრაგედია მოხდა ჩვენს რაიონში. ეს ბავშვი იყო სოფელ ქობეთის მკვიდრი ფარქოსაძე კახაბერი. ექსკურსიაზე იყვნენ წასულები რაჭაში. როგორც ვიცი, მშობელიც თან ახლდა. ამ დროისთვის გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პრიზექტურაშია გადასვენებული" - ამბობს Ambebi.ge-სთან აცხადებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამინე ფალავანდიშვილი.

ambebi.ge