"ყვე­ლა­ფე­რი და­მემსხვრა რაც კი გა­მაჩ­ნდა, ჩემი ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბი უცებ გა­შავ­და"
"ყვე­ლა­ფე­რი და­მემსხვრა რაც კი გა­მაჩ­ნდა, ჩემი ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბი უცებ გა­შავ­და"
გო­გო­ნა "კო­მე­დი შო­უ­დან", რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლებს ყო­ველკ­ვი­რას სკეტ­ჩე­ბი­დან კარგ ხა­სი­ათ­ზე აყე­ნებს, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც იუ­მო­რის­ტუ­ლი გუნ­დის წევ­რია. თუმ­ცა ამ მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის მიღ­მა, მა­საც აქვს საკ­მა­ოდ მძი­მე ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ლა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად "მხო­ლოდ ლე­ლას­თან" სტუმ­რო­ბი­სას გა­იხ­სე­ნა.

ცი­ა­კოს დე­დაც ემიგ­რან­ტია და წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქა­ლის­თვის სამი შვი­ლის და­ტო­ვე­ბა და ქმარ­თან და­შო­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა...

ცი­ა­კო ფი­ფია:

- სით­ბო­ში, სიტ­კბო­ში
და სიყ­ვა­რულ­ში ვი­ცხოვ­რეთ ჩვენ­მა დიდ­მა ოჯახ­მა წლე­ბი და 16 წლის შემ­დეგ დედა და მამა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რომ ვერც შე­ვა­ტყვეთ, რომ კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ. ერთ დღეს დედა შვი­ლებ­თან მო­ვი­და და გვი­თხრა, რომ ჯო­ბია მამა წა­ვი­დეს თა­ვის გზა­ზე და მე ჩემ გზა­ზე, ჩვენ ისევ ვიქ­ნე­ბით კარ­გი მშობ­ლე­ბი და ერ­თმა­ნეთ­თან გვექ­ნე­ბა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბაო. ყვე­ლა­ფე­რი და­მემსხვრა რაც კი
გა­მაჩ­ნდა, ჩემი ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბი უცებ გა­შავ­და.

ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. მე უფ­რო­სი შვი­ლი ვი­ყა­ვი, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, სა­მი­ვე შვილ­მა შოკი მი­ვი­ღეთ. გავ­ჩერ­დი, ერთ ად­გილს ვტკეპ­ნი­დი, ვერ ვი­გებ­დი რა ხდე­ბო­და. ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი. რაც ერ­თად ვა­შე­ნეთ და­ინ­გრა, და­ი­წყო ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, არ გვქონ­და სახ­ლი. ამ დროს დე­ი­დას ორი წამი არ უფიქ­რია სად შე­იძ­ლე­ბა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მას­თან გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად.

დე­დას გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ჰქონბ­და, რომ­ლი­თაც სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, მაგ­რამ ეს სახ­ლი იყო არა­მარ­ტო შავი "კარ­კა­სი", კარი რომ გა­ვა­ღე და შე­ვე­დი სა­დღაც ჩავ­ვარ­დი. სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და. სა­ო­ცა­რი სახ­ლი იყო, სა­დაც ვერ გა­დახ­ვი­დო­დი და იცხოვ­რებ­დი. დედა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და, ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და­დი­ო­და, გა­და­წყვი­ტა, რომ ჩვენ გაგ­ვე­ლა­მა­ზე­ბი­ნა სახ­ლი. დე­დამ და­მა­ნა­ხა ყვე­ლა­ფე­რი ისე, რომ ეს ტკი­ვი­ლი არ გან­მე­ცა­და.

მო­დი­ო­და სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში, ვიც­ვამ­დით სა­მუ­შაო ტან­საც­მელს, გა­დავ­დი­ო­დით ბი­ნა­ში და ვლე­სავ­დით. ერთ დღეს ესეც დას­რულ­და, დედა მო­ვი­და და გვი­თხრა, რომ ასე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და და სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა წა­სუ­ლი­ყო. ზუს­ტად მახ­სოვს ეს კად­რი, გა­მე­ცი­ნა, არ არ­სე­ბობს, დედა ასე ვერ წავა-თქო. სხვა­ნა­ი­რად იყო გაზ­რდი­ლი, სით­ბო­ში, პა­ტა­რა ბავ­შვით უვ­ლიდ­ნენ და ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, დედა თუ ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამ­და. იხილეთ სრულად


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები