"ყვე­ლა­ფე­რი და­მემსხვრა რაც კი გა­მაჩ­ნდა, ჩემი ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბი უცებ გა­შავ­და" - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ფე­რი და­მემსხვრა რაც კი გა­მაჩ­ნდა, ჩემი ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბი უცებ გა­შავ­და"

გოგონა "კომედი შოუდან", რომელიც მაყურებლებს ყოველკვირას სკეტჩებიდან კარგ ხასიათზე აყენებს, უკვე რამდენიმე წელია რაც იუმორისტული გუნდის წევრია. თუმცა ამ მხიარული ცხოვრების მიღმა, მასაც აქვს საკმაოდ მძიმე ცხოვრებისეული პერიოდი გადალახული, რომელიც პირველად "მხოლოდ ლელასთან" სტუმრობისას გაიხსენა.

ციაკოს დედაც ემიგრანტია და წლებია ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა ქალისთვის სამი შვილის დატოვება და ქმართან დაშორება მარტივი არ ყოფილა...

ციაკო ფიფია:

- სითბოში, სიტკბოში და სიყვარულში ვიცხოვრეთ ჩვენმა დიდმა ოჯახმა წლები და 16 წლის შემდეგ დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ვერც შევატყვეთ, რომ კონფლიქტი ჰქონდათ. ერთ დღეს დედა შვილებთან მოვიდა და გვითხრა, რომ ჯობია მამა წავიდეს თავის გზაზე და მე ჩემ გზაზე, ჩვენ ისევ ვიქნებით კარგი მშობლები და ერთმანეთთან გვექნება კარგი ურთიერთობაო. ყველაფერი დამემსხვრა რაც კი გამაჩნდა, ჩემი ცისარტყელას ფერები უცებ გაშავდა.

ყველაზე მეტად მიჭირს ამ თემაზე საუბარი. მე უფროსი შვილი ვიყავი, გარდატეხის ასაკში, სამივე შვილმა შოკი მივიღეთ. გავჩერდი, ერთ ადგილს ვტკეპნიდი, ვერ ვიგებდი რა ხდებოდა. ამ ყველაფერს დაემატა ფინანსური კრიზისი. რაც ერთად ვაშენეთ დაინგრა, დაიწყო ფინანსური პრობლემები, არ გვქონდა სახლი. ამ დროს დეიდას ორი წამი არ უფიქრია სად შეიძლება წავსულიყავით, მასთან გადავედით საცხოვრებლად.

დედას გარკვეული თანხა ჰქონბდა, რომლითაც სახლი შევიძინეთ, მაგრამ ეს სახლი იყო არამარტო შავი "კარკასი", კარი რომ გავაღე და შევედი სადღაც ჩავვარდი. საშინელება ხდებოდა. საოცარი სახლი იყო, სადაც ვერ გადახვიდოდი და იცხოვრებდი. დედა განათლების სამინისტროში მუშაობდა, ყოველთვის მოწესრიგებული დადიოდა, გადაწყვიტა, რომ ჩვენ გაგველამაზებინა სახლი. დედამ დამანახა ყველაფერი ისე, რომ ეს ტკივილი არ განმეცადა.

მოდიოდა სამსახურიდან სახლში, ვიცვამდით სამუშაო ტანსაცმელს, გადავდიოდით ბინაში და ვლესავდით. ერთ დღეს ესეც დასრულდა, დედა მოვიდა და გვითხრა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და საზღვარგარეთ უნდა წასულიყო. ზუსტად მახსოვს ეს კადრი, გამეცინა, არ არსებობს, დედა ასე ვერ წავა-თქო. სხვანაირად იყო გაზრდილი, სითბოში, პატარა ბავშვით უვლიდნენ და ვერ წარმოვიდგენდი, დედა თუ ამ ნაბიჯს გადადგამდა. იხილეთ სრულად