სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა - კვირის პალიტრა

სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა რამდენიმე მათგანი აქციის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ამ წუთებში აღნიშნულ სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.

"ჩვენზე ქობულეთის პოლიციამ იძალადა, ჩვენ სამართლიანად ვითხოვთ ჩვენს მიწა წყალს. მოგიწოდებთ ყველას, გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი ზღვისპირა ზოლში მიწების დაბრუნებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, რომელიც 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვა. მათი განცხადებით, 150-მდე მესაკუთრის მიწის ნაკვეთები, მთავრობამ აუქციონზე გაიტანა.

"ინტერპრესნიუსი"