"2-3 თვეში, შეიძლება "ინდური შტამი" დომინანტური გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს ე.წ. ბრიტანული შტამი - ესაა ყველაზე ცუდი სცენარი" - კვირის პალიტრა

"2-3 თვეში, შეიძლება "ინდური შტამი" დომინანტური გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს ე.წ. ბრიტანული შტამი - ესაა ყველაზე ცუდი სცენარი"

"2-3 თვეში, შეიძლება "ინდური შტამი" დომინანტური გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს ე.წ. ბრიტანული შტამი. ესაა ყველაზე ცუდი სცენარი", - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ილუზიის გარეშე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, 10%-დან 20% ვაქცინას არც ერთ შემთხვევაში არ გაიკეთებს.

"მასობრივი იმუნიზაციის კამპანია ერთ-ერთი ნაბიჯია, იმ შედეგის მისაღწევად, რაც გულისხმობს მინუმუმ 1 600 000 ადამიანის ვაქცინაციას. ასე რომ, მზადება არის ერთი ვაქცინების რაოდენობის მიხედვით და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის, თუ არა სამედიცინო სისტემა ამისათვის მზად?! არის, თუ არა შესაბამისი სივრცეები?!

სრულიად ილუზიის გარეშე ვთვლით, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი - 10%, მაქსიმუმ 20% ვაქცინას არც ერთ შემთხვევაში არ გაიკეთებს და ვერ დააჯერებ ვერც ერთი არგუმენტით.

ყველაზე უარესი სცენარი, რაც დღეს განიხილება - ჯერჯერობით მსოფლიოში ორი ქვეყანაა, სადაც ე.წ. ინდური შტამი დომინანტურია, ესაა: ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი. საქართველოდან გამომდინარე, ყველაზე ცუდი სცენარი გახლავთ ის, რომ არა რა თქმა უნდა, 1-2 თვეში, ჩვენ ჯერ 20 ინფიცირებული გვყავს "ინდური შტამით", მაგრამ ალბათ, ჩვენთან 2-3 თვის შემდეგ ეს სცენარი უნდა იყოს განხილული - შეიძლება "ინდური შტამი" დომინანტური გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს "ბრიტანული შტამი", - განაცხადა ჩხაიძემ.