"თითს მიქნევდნენ, "ე, მანდ", არ ჩაერიოო... გეტყვით, რომ "ე, მანდ", თეატრების საქმიანობაში მე არ ვერევი..."
"თითს მიქნევდნენ, "ე, მანდ", არ ჩაერიოო... გეტყვით, რომ "ე, მანდ", თეატრების საქმიანობაში მე არ ვერევი..."
"გეტყვით, რომ "ე, მანდ", თეატრების საქმიანობაში მე არ ვერევი და ყველა თეატრი თავად წყვეტს. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც რუსთაველის თეატრის მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალში მონაწილეობის მიღებას შეეხებოდა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია.

"იყვნენ ტელევიზიები, ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, ე, მან არ ჩაერიო, შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო".
შესაბამისად, გეტყვთ, რომ "ე, მანდ" მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, თუ რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში
ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია. კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს "თამაშის დასასრული" ითამაშებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები