"არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას" - რას აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
"არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას" - რას აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, მისი გადადგომისთვის არანაირი არგუმენტი არ არსებობს და ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ მტკიცებულების საფუძველზე და არა პოლიტიკური სურვილების გამო.

"მე ვარ აქ. მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. შევხედოთ ამ ცვლილებებს. არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას. კანონმდებლობის მიხედვით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება",- განაცხადა ჟვანიამ.

როგორც ის აღნიშნავს, არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი
საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა.

"არც საარჩევნო დავების პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არც საგამოძიებო კომისიაში არცერთი დასაბუთება, არგუმენტი, მტკიცებულება არ შემოსულა. მე მქონდა მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მოიტანდა, სამწუხაროდ, ეს არ არსებობს. რა საფუძვლით შეიძლება მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან სუბიექტმა
ნებისმიერი ადმინისტრატორის გადადგომა, ეს იქნება ცესკოს თავმჯდომარე თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენ გვაქვს არგუმენტები. ჩვენს უკან დგას სიმართლე. არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. ამას უნდა ჰქონდეს დასაბუთება და იმ პირობებში, როდესაც დასაბუთება არაა წარმოდგენილი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასეს, ვთვლი, რომ ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ცესკოს ან საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი, იქნებოდა ძალიან ცუდი მესიჯი, რომ ვინმე პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო წავიდეს. ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ საფუძვლის და მტკიცებულების შედეგად და არა პოლიტიკური სურვილების გამო", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები