საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი 1-ელი ივლისიდან გაუქმდება - კვირის პალიტრა

საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი 1-ელი ივლისიდან გაუქმდება

საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.

გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.

ამასთან, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ორ კვირაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

"ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო