"წადი აქე­დან! გაუწონასწორებელი ხართ, ნუ მეხებით ხელით" - სიტყვიერი დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინელ აქტივისტს შორის (ვიდეო)
"წადი აქე­დან! გაუწონასწორებელი ხართ, ნუ მეხებით ხელით" - სიტყვიერი დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინელ აქტივისტს შორის (ვიდეო)
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და უკ­რა­ი­ნელ აქ­ტი­ვისტს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. აქ­ტი­ვის­ტი სა­ა­კაშ­ვილს სთხოვ­და, რომ ქა­ლაქ მა­რი­უ­პო­ლის რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა­ზე ემუ­შა­ვა და ახ­სე­ნებ­და, რომ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­თა­ნაც სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ნამ­შრომ­ლობს, ვა­დიმ ბო­ი­ჩენ­კო, 2014 წელს სე­პა­რა­ტის­ტებს ემ­ხრო­ბო­და. გთა­ვა­ზობთ ვი­დე­ო­სა და დი­ა­ლო­გის თარ­გმანს.

- თქვენ იყა­ვით მა­რი­უ­პოლ­ში?

- არ ვა­პი­რებ თქვენ ან­გა­რი­ში ჩა­გა­ბა­როთ.

- რა­ტომ არ აპი­რებთ ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბას, იცით, რომ ბო­ი­ჩენ­კო სე­პა­რა­ტის­ტი არის? აღ­მო­ფხვე­რით ქა­ლაქ მა­რი­უ­პო­ლის კონ­ტრა­ბან­და და კო­რუფ­ცია. აქ ჩა­მო­დი­ხართ და ჰყვე­ბით, რო­გო­რი კარ­გია იმ
ადა­მი­ან­თან, ვინც 2014 წელს დარ­ბო­და და "დი­დე­ბა დნრ-ს" ყვი­რო­და.

- წადი აქე­დან, ბიჭი, მე თვი­თონ ვი­ცავ­დი მა­რი­უ­პოლს.

- კარ­გით და ვის­გან იცავ­დით მა­რი­უ­პოლს? - ვის­გან იცავ­დით მა­რი­უ­პოლს?

- ქარ­თველ ოფიც­რებ­თან ერ­თად ვი­ცავ­დი მა­რი­უ­პოლს.

- წე­სი­ე­რად მე­ლა­პა­რა­კეთ, მე თქვე­ნი ბიჭი არ ვარ. კი­დევ ერთხელ გი­მე­ო­რებთ, აქ
ატი­ვის­ტებს იჭე­რენ. აი, ასე­თი დე­პუ­ტა­ტი ხართ. ამ­ბობთ, უნდა ვიბ­რძო­ლოო, მა­რი­უ­პო­ლი ბა­თუ­მის მსგავ­სად უნდა ავა­შე­ნოო. ბა­თუ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში აა­შე­ნეთ!

- წადი აქე­დან!

- რა გა­ნერ­ვი­უ­ლებთ, გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი ხართ? ნუ მე­ხე­ბით, მე ჩემს დის­ტან­ცი­ა­ზე ვარ, დახ­მა­რე­ბას გთხოვთ, რომ ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლს და­ეხ­მა­როთ.

- არ და­გეხ­მა­რე­ბით.

- და რა­ტომ არ და­მეხ­მა­რე­ბით, მე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე ვარ.

- არ მახ­სოვ­ხართ.

- მეც არ მახ­სოვ­ხართ, მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან მახ­სოვ­ხართ, სა­ხუ­რა­ვებ­ზე რომ დარ­ბო­დით. მე გე­უბ­ნე­ბით, დაგ­ვეხ­მა­რეთ, ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში 52 სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მარ­კე­ტია, კონ­ტრა­ბან­დაა და ასე შემ­დეგ. ვის არ მივ­მარ­თე, პრე­ზი­დენ­ტის ოფისს, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

დი­ა­ლო­გის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­ფონ­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, აქ­ტი­ვის­ტმა თა­ვი­სი აზრი და­ა­ფიქ­სი­რა და თქვა, რომ ალ­ბათ პო­ლი­ცი­ას ურე­კავს, რომ მო­ვიდ­ნენ და დაგ­ვა­პა­ტიმ­რონ, რა­ზეც სა­ა­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ არა­ვის არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და.

ვი­დეო 1 დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტიკ-ტოკ­ში" გავ­რცელ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტა ხნის წინ უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­ლე­კო­მა­ნია "უკ­რა­ი­ნა 24"-ის პირ­და­პირ ეთერ­ში მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ში ჩა­ერ­თო სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მა­რი­უ­პო­ლის სა­კუ­რორ­ტო სას­წა­უ­ლად გა­დაქ­ცე­ვა და­ა­ა­ნონ­სა.

იხილეთ ვიდეო:

კახელი
22 ივნისი 2021 17:58
და ეს საცოდავი იყო ჩვენი პრეზ.ვაი ჩემო ლამაზო ქვეყანავ როგორ გათამაშეს

რუბრიკის სხვა სიახლეები