"პურზე ფასის ზრდა დიდი არ იქნება, მაქსიმუმ 5-7 თეთრი" - კვირის პალიტრა

"პურზე ფასის ზრდა დიდი არ იქნება, მაქსიმუმ 5-7 თეთრი"

პურზე ფასის ზრდა არ იქნება დიდი, ჩემი ვარაუდით, მაქსიმუმ ეს ცვლილება 5-7 თეთრი იყოს, - ამის შესახებ "საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პურის ფქვილზე სუბსიდირება ივნისის ბოლოს შეწყდება და პურის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება მიეცემათ, ფასწარმოქმნა თავად დაადგინონ და ბაზარზე თავისი ფასებით გამოვიდნენ.

"სუბსიდირების პროგრამა, რომელიც პურზე ფასების კორექტირებას ითვალისწინებდა ივნისის ბოლოს შეწყდება და პურის მწარმოებლებს უფლება მიეცემათ თვითონ იმოქმედონ პურპროდუქტების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე კი იმან განაპირობა, რომ მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის საქართველოში ფქვილზე ფასები შემცირებულია. ვფიქრობ, სუბსიდირების მოხსნასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან სუბსიდირება არის დახმარება და ეს სისტემატური ვერ გახდება. ყველა მეწარმეს აქვს იმის საშუალება, რომ ფასწარმოქმნა თავად დაადგინოს და ბაზარზე თავისი ფასებით გამოვიდეს. პურზე ფასის ზრდა არ იქნება დიდი, ჩემი ვარაუდით, მაქსიმუმ ეს ცვლილება 5-7 თეთრი იყოს", - განაცხადა მედიაცენტრ "მთავარში" მალხაზ დოლიძემ.