"წელს თბილისში უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ" - დედაქალაქის რომელ რაიონებშია შხამიანი გველების გავრცელების არეალი და როგორ დავიცვათ მათგან თავი?
23-06-2021
"წელს თბილისში უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ" - დედაქალაქის რომელ რაიონებშია შხამიანი გველების გავრცელების არეალი და როგორ დავიცვათ მათგან თავი?
ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად თბი­ლის­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის პრობ­ლე­მა გა­აქ­ტი­ურ­და. ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბის გამო გვე­ლე­ბი სა­მა­ლა­ვე­ბი­დან გა­მო­დი­ან და გრილ ად­გი­ლებს ეძე­ბენ. ამ პრო­ცეს­ში ისი­ნი, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში ხვდე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით მომ­ხმა­რე­ბელ­თა სტა­ტუ­სებს თუ კო­მენ­ტა­რებს, რო­მელ­შიც ისი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ მათ გა­რე­მო­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის მომ­რავ­ლე­ბის გამო. რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმის­თვის, რომ ჩვენ სი­ხა­ლო­ვეს გვე­ლე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ვამ­ცი­როთ? რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ად­გი­ლე­ბი თბი­ლის­ში ამ მხრივ და რო­გორ იცავს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ქვე­წარ­მავ­ლე­ბის­გან? - ამ
და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ ამბები.გე ესა­უბ­რა ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­ა­გენ­ტოს ჰერ­პო­ტო­ლო­გი რატი მა­მუ­კიშ­ვილს.

- რო­გო­რია ზო­გა­დი ვი­თა­რე­ბა წელს თბი­ლის­ში გვე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თვალსზა­რი­სით? რამ­დე­ნად ხში­რად გი­წევთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გას­ვლა?
- წელს, ამ დრომ­დე სულ 450-ამდე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­სუ­ლი, აქე­დან 60% და­ვი­ჭი­რეთ. თბი­ლის­ში სულ 14 სა­ხე­ო­ბის გვე­ლი ბი­ნად­რო­ბეს. ყვე­ლა­ზე
გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ხო­კე­რა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად გვე­ლი არ არის, უფრო უფე­ხე­ბო ხვლი­კია. ზო­გა­დად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 24 სა­ხე­ო­ბი­დან მხო­ლოდ ორი სა­ხე­ო­ბაა შხა­მი­ა­ნი - გი­ურ­ზა და ცხვი­რრ­ქო­სა­ნა. წელს თბი­ლი­სი უკვე 4 გი­ურ­ზა და­ვი­ჭი­რეთ. ერთი დი­ღომ­ში, "ტო­ი­ტას" ცენ­ტრის ეზო­ში ვნა­ხეთ. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დოთ, გარ­და­ბა­ნი­დან ჩა­მო­სულ მან­ქა­ნას გა­მოჰ­ყვა, რად­გა­ნაც დი­ღო­მი გი­ურ­ზე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი არ არის. 3 გი­ურ­ზა ორ­თა­ჭა­ლა­ში, კრწა­ნის­სა და აფ­რი­კის რა­ი­ონ­ში ვი­პო­ვეთ. ეს ტე­რი­ტო­რია ნამ­დვი­ლად არის შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ად­გი­ლი.

- რა გზის გავ­ლა უწევს მო­ქა­ლა­ქეს ქვე­წარ­მავ­ლის თა­ო­ბა­ზე თქვენ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­წო­დებ­ლად?
- მო­სა­ხე­ლო­ბა რე­კავს სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე - 2 421424 და აღგ­ვი­წე­რენ სი­ტუ­ა­ცი­ას. ძი­რი­თა­დად, გვი­რე­კა­ვენ ისი­ნი, ვინც გვე­ლი ნახა. გვთხო­ვენ გვე­ლი და­ვი­ჭი­როთ და იქა­უ­რო­ბას მო­ვა­შო­როთ. ასე­ვე გვი­რე­კა­ვენ და გვე­კი­თხე­ბი­ან შე­წამ­ვლა - გა­თიბ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ზე.

- ვის ევა­ლე­ბა დე­და­ქალ­ქში შე­წამ­ვლა - გა­თიბ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ფა­სი­ა­ნია თუ არა ეს მო­სა­ხუ­რე­ბა?
- ჩვენ­თან შე­წავმლა- გა­თიბ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა ფა­სი­ა­ნია. ღია სივ­რცე­ში 1კვ.მ- ის შე­წამ­ვლა 7 თეთ­რი ღირს, 50 თეთ­რი კი და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის სა­ფა­სუ­რია. 1 ლარი ღირს 1კვ.მ ფარ­თობ­ზე ბა­ლა­ხის გა­თიბ­ვა და შე­წამ­ვლა, ხოლო 1ლ და 50 თეთ­რი ღირს გა­თიბ­ვა, ბა­ლა­ხის გა­ტა­ნა და შე­წამ­ვლა. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ამა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას თან­ხის გა­დახ­და არ უწევს. თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­მარ­თა­ვენ გან­ცხა­დე­ბით რა­ი­ო­ნულ გამ­გე­ო­ბებს და ჩვენ დაგ­ვა­ვა­ლე­ბენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოდ კეთ­დე­ბა, ანუ შე­წამ­ვლის მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სო, რაც შე­ე­ხე­ბა გა­თიბ­ვას, ეს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ფა­სი­ა­ნია.

აქვე გე­ტყვით, რომ ამ მხრივ არ­სე­ბობს ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა - თბი­ლი­სის ის რა­ი­ო­ნე­ბი, სა­დაც შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლია, შე­წამ­ვლის მომ­სა­ხუ­რე­ბას, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უფა­სოდ იღე­ბენ. ეს რა­ი­ო­ნე­ბია კრწა­ნი­სი, ფო­ნი­ჭა­ლა და ორ­თა­ჭა­ლა. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გი­ურ­ზე­ბის ბი­ნად­რო­ბის ად­გი­ლია. ამი­ტომ დაშ­ვე­ბუ­ლია ეს გა­მო­ნაკ­ლი­სი.

- რამ­დე­ნად საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია თბი­ლის­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის? გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
დღის კითხვადი სტატიები