"წელს თბილისში უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ" - დედაქალაქის რომელ რაიონებშია შხამიანი გველების გავრცელების არეალი და როგორ დავიცვათ მათგან თავი? - კვირის პალიტრა

"წელს თბილისში უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ" - დედაქალაქის რომელ რაიონებშია შხამიანი გველების გავრცელების არეალი და როგორ დავიცვათ მათგან თავი?

ზაფხულის დადგომასთან ერთად თბილისში ქვეწარმავლების პრობლემა გააქტიურდა. ტემპერატურის მომატების გამო გველები სამალავებიდან გამოდიან და გრილ ადგილებს ეძებენ. ამ პროცესში ისინი, არცთუ იშვიათად, დასახლებულ პუნქტებში ხვდებიან. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით მომხმარებელთა სტატუსებს თუ კომენტარებს, რომელშიც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათ გარემოში ქვეწარმავლების მომრავლების გამო. როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ ჩვენ სიხალოვეს გველების გაჩენის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ? რომელია ყველაზე საფრთხისშემცველი ადგილები თბილისში ამ მხრივ და როგორ იცავს სახელმწიფო სტრუქტურები მოსახლეობას ქვეწარმავლებისგან? - ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ამბები.გე ესაუბრა ცხოველთა მონიტორინგის საააგენტოს ჰერპოტოლოგი რატი მამუკიშვილს.

- როგორია ზოგადი ვითარება წელს თბილისში გველების გავრცელების თვალსზარისით? რამდენად ხშირად გიწევთ გამოძახებაზე გასვლა?

- წელს, ამ დრომდე სულ 450-ამდე შეტყობინება შემოსული, აქედან 60% დავიჭირეთ. თბილისში სულ 14 სახეობის გველი ბინადრობეს. ყველაზე გავრცელებულია ხოკერა, რომელიც რეალურად გველი არ არის, უფრო უფეხებო ხვლიკია. ზოგადად, გავრცელებული 24 სახეობიდან მხოლოდ ორი სახეობაა შხამიანი - გიურზა და ცხვირრქოსანა. წელს თბილისი უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ. ერთი დიღომში, "ტოიტას" ცენტრის ეზოში ვნახეთ. ჩვენი ვარაუდოთ, გარდაბანიდან ჩამოსულ მანქანას გამოჰყვა, რადგანაც დიღომი გიურზების გავრცელების არეალი არ არის. 3 გიურზა ორთაჭალაში, კრწანისსა და აფრიკის რაიონში ვიპოვეთ. ეს ტერიტორია ნამდვილად არის შხამიანი გველების გავრცელების ადგილი.

- რა გზის გავლა უწევს მოქალაქეს ქვეწარმავლის თაობაზე თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად?

- მოსახელობა რეკავს სააგენტოს ცხელ ხაზზე - 2 421424 და აღგვიწერენ სიტუაციას. ძირითადად, გვირეკავენ ისინი, ვინც გველი ნახა. გვთხოვენ გველი დავიჭიროთ და იქაურობას მოვაშოროთ. ასევე გვირეკავენ და გვეკითხებიან შეწამვლა - გათიბვის მომსახურეობის პირობებზე.

- ვის ევალება დედაქალქში შეწამვლა - გათიბვის სამუშაოების ჩატარება და ფასიანია თუ არა ეს მოსახურება?

- ჩვენთან შეწავმლა- გათიბვის მომსახურება ფასიანია. ღია სივრცეში 1კვ.მ- ის შეწამვლა 7 თეთრი ღირს, 50 თეთრი კი დახურული სივრცის საფასურია. 1 ლარი ღირს 1კვ.მ ფართობზე ბალახის გათიბვა და შეწამვლა, ხოლო 1ლ და 50 თეთრი ღირს გათიბვა, ბალახის გატანა და შეწამვლა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ამაში მოსახლეობას თანხის გადახდა არ უწევს. თუ მოქალაქეები მიმართავენ განცხადებით რაიონულ გამგეობებს და ჩვენ დაგვავალებენ, ამ შემთხვევაში თითქმის ყველაფერი უფასოდ კეთდება, ანუ შეწამვლის მომსახურება უფასო, რაც შეეხება გათიბვას, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ფასიანია.

აქვე გეტყვით, რომ ამ მხრივ არსებობს ერთი განსაკუთრებული გარემოება - თბილისის ის რაიონები, სადაც შხამიანი გველების გავრცელების არეალია, შეწამვლის მომსახურებას, ყველა შემთხვევაში უფასოდ იღებენ. ეს რაიონებია კრწანისი, ფონიჭალა და ორთაჭალა. ამ ტერიტორიაზე გიურზების ბინადრობის ადგილია. ამიტომ დაშვებულია ეს გამონაკლისი.

- რამდენად საფრთხისშემცველია თბილისში გავრცელებული გველები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის? გააგრძელეთ კითხვა