"მე­დია მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. მუდ­მი­ვად მქონ­და გან­ცდა, რომ ვი­ყა­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მყო­ფი ზღვის გოჭი"
"მე­დია მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. მუდ­მი­ვად მქონ­და გან­ცდა, რომ ვი­ყა­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მყო­ფი ზღვის გოჭი"
"რო­დე­საც მე გახ­ლდით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, მე­დია მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. მუდ­მი­ვად მქონ­და გან­ცდა, რომ ვი­ყა­ვი არა დე­პუ­ტა­ტი, არა­მედ დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მყო­ფი ზღვის გოჭი, - ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გე­ლა­თის ტა­ძარ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, იტა­ლი­ელ ექ­სპერ­ტებს გე­ლა­თის კომ­პლექსში მშვიდ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა სურთ.

"რა­ტომ არ არის მე­დია დაშ­ვე­ბუ­ლი გე­ლა­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?! იმი­ტომ, რომ მა­გა­ლი­თის­თვის, რო­დე­საც მე გახ­ლდით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, მე­დია მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და.
მუდ­მი­ვად მქონ­და გან­ცდა, რომ ვი­ყა­ვი არა დე­პუ­ტა­ტი, არა­მედ დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მყო­ფი ზღვის გოჭი. მე ამით ვი­ყა­ვი ბედ­ნი­ე­რი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ იტა­ლი­ელ ექ­სპერ­ტებს მშვიდ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა სურთ.

მათ ითხო­ვეს მხო­ლოდ 7-8 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი არი­ან. ეს ჯგუ­ფი გახ­ლავთ იუ­ნეს­კოს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჯგუ­ფი. ერ­თია, რო­მელ­მაც სა­ხუ­რა­ვის
პრობ­ლე­მა­ზე უნდა დას­ვას დი­აგ­ნო­ზი. მე­ო­რე ჯგუ­ფი გახ­ლავთ, რომ­ლე­ბიც იმუ­შა­ვე­ბენ კედ­ლის მხატ­ვრო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე.

შევ­თან­ხმდით, რომ ეს 1 კვი­რა ექ­სპერ­ტებს მუ­შა­ო­ბას და­ვაც­დით. მე არ მგო­ნია, რომ ამან რა­ი­მე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს. აგე­რაა უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და და­ა­ცა­დეთ მათ მუ­შა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები