"მე­დია მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. მუდ­მი­ვად მქონ­და გან­ცდა, რომ ვი­ყა­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მყო­ფი ზღვის გოჭი" - კვირის პალიტრა

"მე­დია მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. მუდ­მი­ვად მქონ­და გან­ცდა, რომ ვი­ყა­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მყო­ფი ზღვის გოჭი"

"როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა. მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვიყავი არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გელათის ტაძარში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, იტალიელ ექსპერტებს გელათის კომპლექსში მშვიდ გარემოში მუშაობა სურთ.

"რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე?! იმიტომ, რომ მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა. მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვიყავი არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი. მე ამით ვიყავი ბედნიერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იტალიელ ექსპერტებს მშვიდ გარემოში მუშაობა სურთ.

მათ ითხოვეს მხოლოდ 7-8 ადამიანი, რომლებიც დამოუკიდებელი ექსპერტები არიან. ეს ჯგუფი გახლავთ იუნესკოს მიერ წარმოდგენილი ჯგუფი. ერთია, რომელმაც სახურავის პრობლემაზე უნდა დასვას დიაგნოზი. მეორე ჯგუფი გახლავთ, რომლებიც იმუშავებენ კედლის მხატვრობის დაზიანების დიაგნოსტიკაზე.

შევთანხმდით, რომ ეს 1 კვირა ექსპერტებს მუშაობას დავაცდით. მე არ მგონია, რომ ამან რაიმე გაღიზიანება უნდა გამოიწვიოს. აგერაა უცხოელი ექსპერტები და დააცადეთ მათ მუშაობა", - განაცხადა წულუკიანმა.