"როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე! ზურა აღარ ჰყავს საქართველოს!" - კოლეგები და მეგობრები ზურა ბაკურაძის ტრაგიკულ დაღუპვას ეხმაურებიან
"როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე! ზურა აღარ ჰყავს საქართველოს!" - კოლეგები და მეგობრები ზურა ბაკურაძის ტრაგიკულ დაღუპვას ეხმაურებიან
"როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე! ზურა აღარ ჰყავს საქართველოს!" - კოლეგები და მეგობრები ზურა ბაკურაძის ტრაგიკულ დაღუპვას ეხმაურებიან

"ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" სო­ლის­ტი ზუ­რაბ ბა­კუ­რა­ძე რა­ჭა­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. ტრა­გე­დი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღერ­ლის ათე­უ­ლო­ბით კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რი ეხ­მა­უ­რე­ბა:

ოთო ნემ­სა­ძე:

"ჩვე­ნო ყვე­ლას მა­გა­რო ძმა­კა­ცო, არც კი ვიცი სა­ერ­თოდ რა ვთქვა.... გას­კდა გული!!!!!! გვიყ­ვარ­ხარ და სულ ეგრე იქ­ნე­ბა".

დათო ლონ­და­რი­ძე:

"გუ­შინ მთე­ლი სა­ღა­მო ერ­თად ვი­ყა­ვით, კონ­ცერ­ტის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას ერთი დღით მივ­დი­ვა­რო და
თურ­მე უკა­ნას­კნე­ლად ვხე­დავ­დით. ისე დაგ­ვწყვი­ტე გული, ვსხედ­ვართ უტყვად და გა­რინ­დე­ბუ­ლე­ბი! მშვი­დო­ბით, ზური"

ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი:

"ვა­ა­ახ, ბიჭო... არ მჯე­რა.... სი­ცო­ცხლით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვიყ­ვარს და გვეყ­ვა­რე­ბა..."

სოფო ხალ­ვა­ში:

"ზურა…. ვერ ვი­ჯე­რებ"

ზურა ჯობ­ლა­ძე:

"სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სამ­ძიმ­რებ ამ დიდ და­ნა­კარგს და ტკი­ვილს. ზურა, ვი­ზი­ა­რებ
შენი გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ უდი­დეს ტკი­ვილს, ოქ­როს ადა­მი­ა­ნო"

სოფო გე­ლო­ვა­ნი:

"რა სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, რო­გორ ვწუხ­ვარ..."

ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე:

"თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვია! თავ­ზარ­დამ­ცე­მი! ზურა ბა­კუ­რა­ძე, გა­მიგ­ლი­ჯე გული!"

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი:

"არ მჯე­რა ეს ამ­ბა­ვი!!!!!!!! ზურ, შენ ჯი­გა­რო და გუ­ლი­ა­ნო!"

ოთო ნატ­როშ­ვი­ლი:

"ეს რა სა­ში­ნე­ლი წე­ლია, უკვე რამ­დე­ნი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლომ. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს ზურა ბა­კუ­რა­ძის ლა­მა­ზი სული"

თეკ­ლა თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი:

"ეს ბრენ­დი აღარ გვყავს... ამა­თი ძმო­ბა ვინც არ იცის, ვერ მიხ­ვდე­ბა რას ვამ­ბობ... დღეს გგო­ნი­ათ ზურა მოგ­ვიკ­ვდა?! არა!!! დღეს გივი მოკ­ვდა და ზურა გარ­და­იც­ვა­ლა! გამ­ძლე­ო­ბა გი­ვის. ზურა, მი­ხე­დე და შეგ­ვარ­ჩი­ნე შენი ძმა. გზა და­მი­ლო­ცია ზურა. მიყ­ვარ­დი, მიყ­ვარ­ხარ და მუ­დამ მე­მახ­სოვ­რე­ბა ეს სა­ში­ნე­ლი დღე და ტკი­ვი­ლი!!! მად­ლო­ბა შენ შენი კარ­გი კა­ცო­ბის­თვის, ძმო­ბის­თვის და ადა­მი­ა­ნო­ბის­თვის. უფალს ება­რე­ბო­დე!!!"

ვა­სილ კეჟ­რიშ­ვი­ლი:

"სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყვი­ტე... მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, დიდო კაცო" განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
25 ივნისი 2021 11:56
ვიზიარებ, და ვუსამძიმრებ ოჯახს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები