"როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე! ზურა აღარ ჰყავს საქართველოს!" - კოლეგები და მეგობრები ზურა ბაკურაძის ტრაგიკულ დაღუპვას ეხმაურებიან - კვირის პალიტრა

"როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე! ზურა აღარ ჰყავს საქართველოს!" - კოლეგები და მეგობრები ზურა ბაკურაძის ტრაგიკულ დაღუპვას ეხმაურებიან

"როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე! ზურა აღარ ჰყავს საქართველოს!" - კოლეგები და მეგობრები ზურა ბაკურაძის ტრაგიკულ დაღუპვას ეხმაურებიან

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედიას სოციალურ ქსელში მომღერლის ათეულობით კოლეგა და მეგობარი ეხმაურება:

ოთო ნემსაძე:

"ჩვენო ყველას მაგარო ძმაკაცო, არც კი ვიცი საერთოდ რა ვთქვა.... გასკდა გული!!!!!! გვიყვარხარ და სულ ეგრე იქნება".

დათო ლონდარიძე:

"გუშინ მთელი საღამო ერთად ვიყავით, კონცერტისთვის ვემზადებოდით, დამშვიდობებისას ერთი დღით მივდივარო და თურმე უკანასკნელად ვხედავდით. ისე დაგვწყვიტე გული, ვსხედვართ უტყვად და გარინდებულები! მშვიდობით, ზური"

ანდრია გველესიანი:

"ვააახ, ბიჭო... არ მჯერა.... სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარს და გვეყვარება..."

სოფო ხალვაში:

"ზურა…. ვერ ვიჯერებ"

ზურა ჯობლაძე:

"სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკარგს და ტკივილს. ზურა, ვიზიარებ შენი გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს, ოქროს ადამიანო"

სოფო გელოვანი:

"რა საშინელი ამბავია, როგორ ვწუხვარ..."

ბაკურ ბაკურაძე:

"თავზარდამცემი ამბავია! თავზარდამცემი! ზურა ბაკურაძე, გამიგლიჯე გული!"

ნოდიკო ტატიშვილი:

"არ მჯერა ეს ამბავი!!!!!!!! ზურ, შენ ჯიგარო და გულიანო!"

ოთო ნატროშვილი:

"ეს რა საშინელი წელია, უკვე რამდენი ძვირფასი ადამიანი დაკარგა საქართველომ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ზურა ბაკურაძის ლამაზი სული"

თეკლა თვალაბეიშვილი:

"ეს ბრენდი აღარ გვყავს... ამათი ძმობა ვინც არ იცის, ვერ მიხვდება რას ვამბობ... დღეს გგონიათ ზურა მოგვიკვდა?! არა!!! დღეს გივი მოკვდა და ზურა გარდაიცვალა! გამძლეობა გივის. ზურა, მიხედე და შეგვარჩინე შენი ძმა. გზა დამილოცია ზურა. მიყვარდი, მიყვარხარ და მუდამ მემახსოვრება ეს საშინელი დღე და ტკივილი!!! მადლობა შენ შენი კარგი კაცობისთვის, ძმობისთვის და ადამიანობისთვის. უფალს ებარებოდე!!!"

ვასილ კეჟრიშვილი:

"საერთოდ ყველაფერი ჩაწყვიტე... მშვიდად განისვენე, დიდო კაცო" განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები