"წარ­მო­უ­დე­ნე­ლია, ვერც ვი­ჯე­რებ"- როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ზურა ბაკურაძის დაღუპვას? - კვირის პალიტრა

"წარ­მო­უ­დე­ნე­ლია, ვერც ვი­ჯე­რებ"- როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ზურა ბაკურაძის დაღუპვას?

ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალებამ სრულიად საქართველო შეძრა. "ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

ონის მერიის ინფორმაციით, შქმერში გზა ჩავარდა, რის შედეგადაც ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში ჩავარდა.

ტრაგიკული ამბის გავრცელების შემდეგ ქართველ მომღერალს სრულიად საზოგადოება ემშვიდობება. სამძიმრის წერილებს წერენ სოციალურ ქსელში მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები:

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: "ძალიან ვწუხვარ "ქართული ხმების" სოლისტის, უნიჭიერესი ახალგაზრდის, ზურა ბაკურაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს!".

დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი: წარმოუდენელია, ვერც ვიჯერებ. ზურაბ ბაკურაძე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. ბოლოს რამდენიმე კვირის წინ წინანდალში შევხვდით. საუბარში ვუთხარი ეთერ ჭელიძის ,"თბილისოზე" ჩემი ერთ-ერთი საყვარელიათქო . ცოტა ხანში ეს ვიდეო გამომიგზავნა. თაობებს დარჩება მისი ტკბილი ხმა და კარგი კაცობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

კახა კალაძე, თბილისის მერი: ვწუხვარ „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო. უბედურმა შემთხვევამ ახალგაზრდა, ნიჭიერი, ყველასათვის საყვარელი მომღერლის სიცოცხლე შეიწირა.ვუსამძიმრებ ზურაბ ბაკურაძის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, ანსამბლ „ქართულ ხმებს“ ამ უდიდეს დანაკარგს.

კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარე: ვწუხვარ, ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლის, ანსამბლ "ქართული ხმების“ სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო.ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

"როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე! ზურა აღარ ჰყავს საქართველოს!" - კოლეგები და მეგობრები ზურა ბაკურაძის ტრაგიკულ დაღუპვას ეხმაურებიან

ambebi.ge