"წარ­მო­უ­დე­ნე­ლია, ვერც ვი­ჯე­რებ"- როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ზურა ბაკურაძის დაღუპვას?
23-06-2021
"წარ­მო­უ­დე­ნე­ლია, ვერც ვი­ჯე­რებ"- როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ზურა ბაკურაძის დაღუპვას?
ზუ­რაბ ბა­კუ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" სო­ლის­ტი ზუ­რაბ ბა­კუ­რა­ძე რა­ჭა­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა.

ონის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შქმერ­ში გზა ჩა­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც ზუ­რაბ ბა­კუ­რა­ძე, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ხევ­ში ჩა­ვარ­და.

ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თველ მომ­ღე­რალს სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბა ემ­შვი­დო­ბე­ბა. სამ­ძიმ­რის წე­რი­ლებს წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი:

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი: "ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" სო­ლის­ტის, უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდის, ზურა ბა­კუ­რა­ძის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და კო­ლე­გებს!".

და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი:
წარ­მო­უ­დე­ნე­ლია, ვერც ვი­ჯე­რებ. ზუ­რაბ ბა­კუ­რა­ძე ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ წი­ნან­დალ­ში შევ­ხვდით. სა­უ­ბარ­ში ვუ­თხა­რი ეთერ ჭე­ლი­ძის ,"თბი­ლი­სო­ზე" ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი­ა­თქო . ცოტა ხან­ში ეს ვი­დეო გა­მო­მიგ­ზავ­ნა. თა­ო­ბებს დარ­ჩე­ბა მისი ტკბი­ლი ხმა და კარ­გი კა­ცო­ბა. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი
სული.

კახა კა­ლა­ძე, თბი­ლი­სის მერი: ვწუხ­ვარ „ქარ­თუ­ლი ხმე­ბის“ სო­ლის­ტის, ზუ­რაბ ბა­კუ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი, ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღერ­ლის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.ვუ­სამ­ძიმ­რებ ზუ­რაბ ბა­კუ­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რებს, მის მე­გობ­რებს, ან­სამ­ბლ „ქარ­თულ ხმებს“ ამ უდი­დეს და­ნა­კარგს.

კახა კუ­ჭა­ვა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე: ვწუხ­ვარ, ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღერ­ლის, ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის“ სო­ლის­ტის, ზუ­რაბ ბა­კუ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს, მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს.




ციური
25 ივნისი 2021 14:41
ძალიან ვწუხვარ.ნათელში იყოს მისი სული.

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები