"ჩემ­ზე გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ბავ­შვებ­მა რა და­ა­შა­ვეს?" - რა ინფორმაციას ავრცელებს გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი?
"ჩემ­ზე გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ბავ­შვებ­მა რა და­ა­შა­ვეს?" - რა ინფორმაციას ავრცელებს გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი?
ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღა­ვა­ნე­ლი, ფოლკ­ლო­რის­ტი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი წერს, რომ ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ­მა მუ­ზე­უმ­მა მისი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს უარი უთხრა, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლონ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს უში­კიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ­მა მუ­ზე­უმ­მა (კუს ტბა­ზე) სა­დაც არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დახ­ვა მთავ­რო­ბის დროს, დღეს ჩემი სკო­ლის მე­ნე­ჯე­რი და პე­და­გო­გი უა­რით გა­მო­ის­ტუმ­რეს, რომ ჩემ­მა სკო­ლის ბავ­შვებ­მა და მშობ­ლებ­მა ბი­ლე­თე­ბი აი­ღონ და მუ­ზე­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლონ.

მი­ზე­ზი იყო, რომ სა­მი­ნის­ტრო არ აძ­ლევთ უფ­ლე­ბას.
ჩემ­ზე გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ბავ­შვებ­მა რა და­ა­შა­ვეს? ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო" - წერს უში­კიშ­ვი­ლი.

წყარო


რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები