"ჩემ­ზე გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ბავ­შვებ­მა რა და­ა­შა­ვეს?" - რა ინფორმაციას ავრცელებს გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი? - კვირის პალიტრა

"ჩემ­ზე გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ბავ­შვებ­მა რა და­ა­შა­ვეს?" - რა ინფორმაციას ავრცელებს გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი?

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღავანელი, ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი წერს, რომ ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა მისი სკოლის მოსწავლეებს უარი უთხრა, რომ ტერიტორიაზე ხალხური სიმღერები შეასრულონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს უშიკიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა (კუს ტბაზე) სადაც არაერთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა სხვადახვა მთავრობის დროს, დღეს ჩემი სკოლის მენეჯერი და პედაგოგი უარით გამოისტუმრეს, რომ ჩემმა სკოლის ბავშვებმა და მშობლებმა ბილეთები აიღონ და მუზეუმის ტერიტორიაზე ხალხური სიმღერები შეასრულონ.

მიზეზი იყო, რომ სამინისტრო არ აძლევთ უფლებას. ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხარო" - წერს უშიკიშვილი.

წყარო