"სანადიროდ ყოფილან, მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია... რამ­დე­ნი გეგ­მა ჰქონ­და" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე
"სანადიროდ  ყოფილან, მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია... რამ­დე­ნი გეგ­მა ჰქონ­და" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე
ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" სო­ლისტ ზურა ბა­კუ­რა­ძის და­ღუპ­ვა­ზე რომ უნდა და­მე­წე­რა, რა­ტომ­ღაც რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის აზ­და­კის სი­ტყვე­ბი ჩა­მეს­მა - "...ჩვენს კა­ცებს აღა­რა აქვთ ძარ­ღვებ­ში სის­ხლი... ჩვენს ქა­ლებს ცრემ­ლი რა­ტომ და­უშ­რათ..." ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­დე­ნი ტკი­ვი­ლი და უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს ირ­გვლივ, რომ სის­ხლი და ცრემ­ლიც დაშ­რა და... სი­ტყვე­ბიც.

ძვირ­ფას, საყ­ვა­რელ ხალ­ხზე სულ წარ­სულ­ში, მო­გო­ნე­ბე­ბით გვიხ­დე­ბა ლა­პა­რა­კი და წერა... ალ­ბათ, მარ­თლაც ძა­ლი­ან უსუ­სუ­რე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­ნი გეგ­მე­ბით, ნატ­ვრე­ბი­თა და ოც­ნე­ბე­ბით, რად­გან უკვე წა­მიც არ სჭირ­დე­ბა მის გა­ფან­ტვას...ამ
ახალ­გაზ­რდა კაც­საც ჰქონ­და თა­ვი­სი გეგ­მე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი, ვის­ზეც ახლა კვლავ მო­სა­გო­ნა­რის და­წე­რა მი­წევს...ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" ბი­ჭებს - დათო არჩვა­ძე­სა და დათო კი­კა­ბი­ძეს ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან ვიც­ნობ­დი, "უნი­ვერ­სი­ტე­ტი" რომ ერ­ქვათ და მე კი - რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ­დი, ან­სამ­ბლის სო­ლისტ ზურა ბა­კუ­რა­ძე­სა და მის ძმას - გი­ვის
კი შე­და­რე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით შევ­ხვდი.

თბი­ლი და მშვი­დი ადა­მი­ა­ნი ჩან­და, ღი­მი­ლი­ა­ნი და თა­ვა­ზი­ა­ნი. კონ­ცერ­ტებ­სა და სა­ღა­მო­ებ­ზე ბევ­რჯერ გა­და­იკ­ვე­თა ჩვე­ნი გზე­ბი. ცოტა უფრო ხან­გრძლი­ვად ბორ­ჯომ­ში მოგ­ვი­წია ურ­თი­ერ­თო­ბა - კომ­პო­ზი­ტორ ნატო თო­თი­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე. ბი­ჭებ­თან - და­თო­ებ­თან ვერ დავ­რე­კე, ან მე რა უნდა მე­კი­თხა და ან მათ რა უნდა ეპა­სუ­ხათ, ამი­ტომ ისევ ნა­ტოს­თან და ჩემს მე­გო­ბარ და კო­ლე­გა მა­ი­კო ღუ­ღუ­ნიშ­ვილ­თან ვამ­ჯო­ბი­ნე და­კავ­ში­რე­ბა. ნა­ტოს რომ მი­ვუ­სამ­ძიმ­რე, - შოკ­ში ვარ, ჯერ ვე­რაფ­რით აღ­ვიქ­ვამ ზუ­რას სიკ­ვდილ­სო, გაბ­ზა­რუ­ლი ხმით მი­თხრა.

- რამ­დე­ნი გეგ­მა ჰქონ­და. მან და მის­მა ძმამ - გი­ვიმ რა­ჭა­ში მი­წე­ბი იყი­დეს, კარ­ტო­ფი­ლი მო­ა­შე­ნეს. ღა­და­ობ­და ხოლ­მე - რა­ჭულ-სვა­ნუ­რი კარ­ტო­ფი­ლი მექ­ნე­ბაო. ძმე­ბი ხში­რად იყ­ვნენ რა­ჭა­ში, ცხე­ნე­ბით და­დი­ოდ­ნენ, ზურა ფო­ტო­ებს იღებ­და და დებ­და ხოლ­მე "ფე­ის­ბუკ­ში". ძა­ლი­ან უყ­ვარ­და იქა­უ­რო­ბა და... ბე­დის­წე­რად კი ექ­ცაო...

მაია ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი, ზურა ბა­კუ­რა­ძის მე­გო­ბა­რი:

- ზურა ადრე ან­სამ­ბლ "რუს­თავ­ში" მღე­რო­და და მერე გა­და­ვი­და "ქარ­თულ ხმებ­ში". ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან ხში­რად მი­წევს ხე­ლო­ვან ხალ­ხთან შეხ­ვედ­რა, მით უმე­ტეს - "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" ბი­ჭე­ბი ჩემ­თვის მხო­ლოდ რეს­პონ­დენ­ტე­ბი არას­დროს იყ­ვნენ. ჩვენ ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დით. ზურა თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, უკარ­გე­სი და უთ­ბი­ლე­სი, დინ­ჯი რაჭ­ვე­ლი. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი ან ნა­წყე­ნი, არც მახ­სოვს. ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს და ვახ­ლობ­ლობ­დით...იხილეთ სრულად


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები