"ხობის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი წყლით სავსე აუზში დაიხრჩო"- რას ჰყვებიან ახლობლები უბედურ შემთხვევაზე? - კვირის პალიტრა

"ხობის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი წყლით სავსე აუზში დაიხრჩო"- რას ჰყვებიან ახლობლები უბედურ შემთხვევაზე?

ხობის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი წყლით სავსე აუზში დაიხრჩო.ახლობლების ინფორმაციით, იგი, სავარაუდოდ, აუზში ჩავარდნილ სათამაშოს ეძებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"ბავშვი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, პულსაცია საძილე არტერიაზე არ ესინჯებოდა, გაეწია ყველანაირი დახმარება, მაგრამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. რამ გამოიწვია გარდაცვალება, არ ვიცი, ამას ექსპერტიზა დაადგენს“, - განაცხადა ხობის საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ეკა კუტალიამ.

"ინტერპრესნიუსი"