"ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები: ვიქნებოდი თუ არა ასეთი, მშობლები რომ მყოლოდა?"
"ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები: ვიქნებოდი თუ არა ასეთი, მშობლები რომ მყოლოდა?"
"სამზარეულოში ტრიალი ჩემთვის სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა"

მშვიდი და გაწონასწორებული მოპაექრე, რომელიც თავის აზრს რკინის ლოგიკითა და საფუძვლიანი არგუმენტებით იცავს, - ასე იცნობს ჩვენი საზოგადოება უსაფრთხოების ექსპერტს - ხათუნა ლაგაზიძეს. ქალბატონი ხათუნა დღეს ჩვენი სტუმარია და მრავალ საინტერესო თემაზე გვესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სულ პატარა ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ და მამა ისე გარდაიცვალა, არ მინახავს. 2016 წელს პირველად ვნახე მისი საფლავი. 5 წლისას დე
დაც გარდამეცვალა, ბებია და დეიდები მზრდიდნენ. იძულებული გავხდი, სხვებზე ძლიერი ვყოფილიყავი და სხვებზე მეტი მეშრომა, რომ ჯერ თანატოლებს შორის და მერე საზოგადოებაში ჩემი ადგილი მეპოვა..."

"ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები: ვიქნებოდი თუ არა ასეთი, მშობლები რომ მყოლოდა? ჩემი ცხოვრება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, მძიმე ბავშვობის მიუხედავად, წარმატებას
მიაღწიო. ჩემს ბავშვობაში ყოფილა დღეები, როცა შაქრიანი ჩაიც კი ფუფუნება იყო..."

"ჩემი ცხოვრების გზა კარგი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ შენი თავის იმედითაც შეიძლება ბევრ რამეს მიაღწიო. მე ვიყავი ბავშვი, რომელიც სხვის ტანსაცმელში იზრდებოდა, მაგრამ ახლა თვითონ მაქვს იმის საშუალება, ხალხი დავასაქმო, ბევრ ადამიანს ხელფასი გადავუხადო და გაჭირვებიდან ამოვიყვანო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 24 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ხათუნას
25 ივნისი 2021 12:01
ბევრი წარმატება შენ, კეთილი, თბილი და ყურდღებიანი გოგო ხარ.
ნანა
25 ივნისი 2021 09:49
ყოველთვის მომწონს ეს წსლბსტონი ლოგიკურად მსჯელობს
მაგული
25 ივნისი 2021 09:30
ცხოვრების გზაზე ადამიანების სწორი არჩევა უფლის ბოძებული ნიჭია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები