"მაფრთხილებდნენ, არავითარ შემთხვევაში არ ამეყვანა, უარი მეთქვა მათ მზრუნველობაზე, რადგან თურმე ყველაფერს ანადგურებდნენ"
"მაფრთხილებდნენ, არავითარ შემთხვევაში არ ამეყვანა, უარი მეთქვა მათ მზრუნველობაზე, რადგან თურმე ყველაფერს ანადგურებდნენ"
მარიკა ხუციშვილმა 5 წლის წინ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა და სულ მალე იქაურობა ბაღნარად გადააქცია. ეს საოცარი ქალბატონი 2 შვილის დედა, 5 შვილიშვილის ბებიაა და ბოლო 5 წელია სხვის შვილებსაც ზრდის - მათ უყოფს დედობრივ სიყვარულსა და მზრუნველობას.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მინდობით აღზრდის პროგრამის შესახებ ვიცოდი და რაკი ბავშვებთან ურთიერთობის ამხელა გამოცდილება მქონდა, თანაც მიმღები ოჯახების დეფიციტი იყო საქართველოში, გადავწყვიტე, მეც ჩავრთულიყავი ამ კარგ საქმეში. მეუღლეც არ
შემწინააღმდეგებია. დავრეგისტრირდი ადგილობრივ სოციალურ დაწესებულებაში და 5 თვეში მომიყვანეს 5 ბავშვი, დედმამიშვილები. მათი დაშორება არ შეიძლებოდა..."

"ულამაზესი, სიცოცხლით სავსე, კეთილშობილი ბავშვები არიან. აქვე, მეზობელ სოფელში ცხოვრობდნენ. მოგეხსენებათ, სოფლის ამბები - აქ ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე და მაფრთხილებდნენ, არავითარ შემთხვევაში არ ამეყვანა, უარი მეთქვა მათ მზრუნველობაზე,
რადგან თურმე ყველაფერს ანადგურებდნენ. ბალახს და ხის ნერგსაც კი არ ტოვებენ, რომ არ ამოძირკვონო, - მითხრეს. იცოდნენ, როგორ მიყვარდა ყვავილები და მცენარეები, ამიტომ მაფრთხილებდნენ, მაგრამ ახლა რომ განახათ, როგორ ზრუნავენ, უვლიან და უფრთხილდებიან თითოეულ ნერგს, გაგიკვირდებათ. თუ სახლში არ ვარ, მირეკავენ და ტელეფონით მაჩვენებენ, რომ ვარდი აყვავდა..."

"ბავშვების მშობლები აქამდე უფრო ხშირად მოდიოდნენ, ასე თვეში, ორ თვეში ერთხელ, მაგრამ ბოლო დროს ვეღარ ახერხებენ - ფერმიდან ფერმაში გადადიან, ასეთია მათი ცხოვრების წესი. თან ბოლო 4 წელიწადში კიდევ 2 ბავშვი გაუჩნდათ..."

"ნეტავ, ეს ბავშვები მივიყვანო ბოლომდე და ამისთვის მომცეს გამძლეობა ღმერთმა. ეს არის ძალიან შრომატევადი გონებრივადაც, ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც. წარმოიდგინეთ, როგორია 5 სხვისი შვილის პატრონობა, რამხელა პასუხისმგებლობაა. ახლა აღარ მიჭირს, მაგრამ თავიდან მართლაც რთული იყო. ბევრი ვალდებულება გაქვს - უნდა გქონდეს შესაბამისი პირობები, დიდი სივრცე, ნათელი ოთახები, ხშირად მიიყვანო ექიმთან კონსულტაციებზე, მნიშვნელოვანია განათლების მიღება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 24 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

შორენა
26 ივნისი 2021 15:35
მარიკა ვამაყობ რომ გიცნობ,მართლაც იდეალური ქალბატონი ბრხანდებით.
Nona
26 ივნისი 2021 00:00
Chemi marikaa shen yvelafers shedzleb martlac sauketesoebi arian bavshvebiii da shen xom xar da xar sauketeso❤❤❤
ლადო
25 ივნისი 2021 09:38
გამორჩეული ქალბატონი ბრძანდებით, წარმატებას გისურვებთ ამ რთული მისიის ბოლომდე განხორციელებაში!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები