"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!"
"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში "ასტრაზენეკას" გარკვეული დოზები დაიკარგა.

ამირან გამყრელიძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინის გარკვეული დოზები დაიკარგა და აღნიშნა, რომ "არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის".

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ "ასტრაზენეკას" განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შესწავლა დაიწყო.

"არაფერი არ გამქრალა და არ აღმოჩენილა. მხოლოდ იმას გიდასტურებთ, რომ სამინისტრო ამ შემთხვევებს სწავლობს, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა და ზოგადად
იმ ფაქტს, რომ დეფიციტია. სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას, დღესაც გახლდნენ ჩვენთან. თვითონ აუდიტის სამსახური, რამდენიმე თვეა, რაც ჩვენთან სხვადასხვა პროგრამას სწავლობს.

ამ ფაქტზე, შიდა აუდიტი დღეს, პირველად დილით 10:00 საათზე იყო ჩვენთან, მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია, თუ ნახეს დანაკლისი მერე ვისაუბროთ. არავითარი დანაკლისი და გამქრალი
ვაქცინები არ არის",- აღნიშნავს გამყრელიძე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები