რუსთავში, მეტალურგიული საწარმო "ჯეოსტილის" ტერიტორიაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

რუსთავში, მეტალურგიული საწარმო "ჯეოსტილის" ტერიტორიაზე ხანძარია

რუსთავში, მეტალურგიული საწარმო ,,ჯეოსტილის" ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ჯართის საპრესი საამქროს ტერიტორიაზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.