ურეკში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაუჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროდან მოქალაქეთა ევაკუაცია უკვე განხორციელდა."ამ ეტაპზე, ადგილზე 10-მდე ეკიპაჟი მუშობს და მიმდინარებს ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოები. დაშავებულებზე ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში."ინტერპრესნიუსი"