"რო­დე­საც მაშ­ვე­ლებ­მა მო­ზარ­დე­ბის ცხედ­რე­ბი წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მათი მშობ­ლე­ბიც" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"რო­დე­საც მაშ­ვე­ლებ­მა მო­ზარ­დე­ბის ცხედ­რე­ბი წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მათი მშობ­ლე­ბიც" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?

გარდაბნის მუნიციპალიტში, თბოელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნურ ტბაში ორი მოზარდი დაიხრჩო. 15 და 17 წლამდე ასაკის ბიჭები ტბაში საბანაოდ თანატოლებთან ერთად ჩავიდნენ, თუმცა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. საძიებო სამუშაოები ტბაში რამდენიმე საათი გაგრძელდა. მაშველებმა ორივე მოზარდის ცხედრები ორსაათიანი ძებნის შემდეგ ტბაში ნახეს.

ორივე გარდაცვლილი სოფელ ნაზარლოდან იყო. ადგილობრივების თქმით, ტბა საკმაოდ ღრმაა, ტერიტორია კი დაცული არაა, რომ მსგავსი უბედური შემთხვევა არ მოხდეს. ბავშვები მშობლების დაუკითხავად სისტემატურად დადიან ტბაზე საბანაოდ.

"აქ ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს და თუ ჩავარდი, ამოსვლა ძალიან რთულია... ამის მიუხედავად ერთი გამაფრთხილებელი აბრის მეტი არაფერი კიდია და არავინ აკონტროლებს ტერიტორიას" - ამბობს AMBEBi.GE-სთან ადგილობრივი.

როდესაც მაშველებმა მოზარდების ცხედრები წყლიდან ამოიყვანეს, ადგილზე იმყოფებოდნენ მათი მშობლებიც. იხილეთ სრულად